თუ საახალწლო ფუსფუსში ხარ, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ახალი წლის ღამე ახლოვდება და წინასაახალწლო ფუსფუსიც მატულობს. ვცდილობთ, ყველაფერი მოვასწროთ: სახლის მორთვა, საახალწლო კერძების მომზადება, საჩუქრების ყიდვა და შეფუთვა. მაგრამ რაც უფრო ცოტა დრო რჩება, ჩვენი ნერვიულობაც პიკს აღწევს — მოვასწრებთ ყველაფერს, სანამ ღამის თორმეტი საათი დადგება?
თიბისი დაზღვევამ თავისი კამპანიით შეგვახსენა, რომ არსებობს იდიომები და ფრთიანი ფრაზები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ სანერვიულო არაფერია. გამონაკლისი არც დეკემბრის მიწურულია, წინასაახალწლო ფუსფუსშიც არის რაღაცები, რის გამოც ჩიტი ბრდღვნად ღირს და თანაც, ჩვენს ჭიას ახარებს.
საახალწლო სიტუაციაზე მორგებული იდიომები თიბისი დაზღვევამ რადიოს მეშვეობითაც გაავრცელა, ვიდეორგოლებად აქცია და საინტერესო ილუსტრაციებიც შექმნა. სტატიაში სწორედ იმ ილუსტრაციებს გაჩვენებთ, რომლებიც შეგახსენებს, რომ სანერვიულო არაფერია, მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ მიზნის მომწიფებისთვის დრო აღარ გყოფნის.
მერე რა, რომ დაუსრულებელ რიგებში დგახარ, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ახალი წელი ხომ საყოველთაო დღესასწაულია, რომლისთვისაც ყველა ვემზადებით. ამიტომ, ნამდვილად არ უნდა გაგიკვირდეს, თუ რიგში შენ წინ ბევრი ადამიანი დაგხვდება. საბოლოოდ ხომ მაინც დასრულდება ლოდინი და სახლისკენ მიმავალი მიხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.
მერე რა, რომ საჩუქრის ყიდვა ყველას ბოლო მომენტში უწევს, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
მოლებისკენ მიმავალს, საცობები ნამდვილად არ უნდა გაგიკვირდეს. ყველას ხომ ახლა უნდა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა. მანქანების რაოდენობაც ნუ შეგაშინებს, გაემართე საჩუქრების საყიდლად, შენი და შენთვის ძვირფასი ადამიანების ჭიის გახარება საცობში დროის ხარჯვად ნამდვილად ღირს.
მერე რა, რომ გზაში ბევრი დრო გეხარჯება, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საცობებს ვერსად გაექცევი, მაგრამ საახალწლო განწყობა არ უნდა გაიფუჭო. გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ თუნდაც უცნობ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცო. ვინ იცის, იქნებ საცობში ისეთი ადამიანიც კი გაიცნო, რომელიც შენთვის წლის მთავარ აღმოჩენად იქცევა.
მერე რა, რომ ქუჩაში ბევრი ხალხია, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
თუ მაინც თვლი, რომ საცობებში დროის დაკარგვა არ გინდა და ფეხით სეირნობას გადაწყვეტ, ბევრ ხალხს ნურც ტროტუარებზე შეუშინდები. თუ საახალწლო განათებები და დეკორაციები ფრთებს გასხამს, გააგრძელე სეირნობა, ასეთ განწყობას კიდევ როდის იგრძნობ ქალაქში?!
მერე რა, რომ საახალწლო სიმღერები ყველგან გხვდება, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
მოდი, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ მერაია ქერის საშობაო ჰიტი ყელშია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ამის გამო ის ჩვენს ჭიას არ ახარებს? ეს ხომ ის სიმღერაა, რომელიც ყველაზე ჯადოსნური პერიოდის მოახლოებას გვამცნობს. თანაც, დარწმუნებული ხარ, რომ ამ მობეზრებულ სიმღერას გულში მაინც არ ჰყვები ღიღინით?
მერე რა, რომ დიდი საჩუქრები არ მოგიმზადებია, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
რა ამაღლებს საახალწლო განწყობას, თუ არა ტკბილეული? შეგიძლია შენს მგზავრებს ტკბილეული უწილადო და ერთმანეთს 2022 წლის ტკბილი მოგონებებიც გაუზიაროთ. თუ სხვების გახარება ფრთებს გასხამს, სანერვიულო მართლაც არაფერია.
მერე რა, რომ არავინ დაგემგზავრა, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საცობებში თუ მარტო აღმოჩნდი, ნურც ამაზე ინერვიულებ. ჩართე რადიო, მოუსმინე საახალწლო სიმღერებს, საინტერესო გადაცემებს და გახსოვდეს, შენი ჭიის გასახარებლად ხანდახან მცირედიც საკმარისია.
მერე რა, რომ რაღაც წინასწარ ვერ გათვალე, სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
საახალწლო ფუსფუსში შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებიც კი გადაგავიწყდეს, როგორიც საკუთარი თავისთვის საჩუქრის ყიდვა და ჭიის გახარებაა. ამასთან რა მოსატანია იმის დავიწყება, რომ სახლის კარი უნდა გაგეზომა? არა უშავს თუ ცოტა იწვალე, მთავარია, ნაძვის ხე უკვე სახლში გაქვს, უყურებ და ხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირდა!
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები