ამბერ ჰერდის თქმით, ჯონი დეპთან დავა მორიგებით დაასრულა
ფოტო: Getty Images
2022 წლის ივნისში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა — ამბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის მიმდინარე დავაში ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი ამ უკანასკნელს დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ამბერ ჰერდმა სასამართლო გადაწყვეტილება ივლისში გაასაჩივრა, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ყოფილ ქმართან დავა მორიგებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ამბერს ყოფილი ქმრის სასარგებლოდ $10,4 მილიონის გადახდა დაეკისრა. ამბერ ჰერდის ადვოკატმა განაცხადა, რომ მსახიობს საშუალება არ ჰქონდა, ყოფილი ქმრისთვის ამხელა თანხა გადაეხადა.
საბოლოოდ, ამბერმა დავის მორიგებით დასრულების მიზეზები ინსტაგრამზე განმარტა:
"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღე, რომ მორიგებით დავასრულო ცილისწამების შესახებ დავა, რომელიც ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემ წინააღმდეგ ვირჯინიის შტატში დაიწყო", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამბერის თქმით, ასეთი დასასრული არ აურჩევია — მას უბრალოდ საკუთარი სიმართლის დაცვა სურდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამას მისი ცხოვრება შეეწირა. ამბერმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში მისი ლანძღვა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ მსხვერპლი ქალები, რომლებიც ხმას აიმაღლებენ, კიდევ ერთხელ ხდებიან მსხვერპლები.
ამბერის თქმით, დავის მორიგებით დასრულება იმას არ ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ აღიარებს:
"ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ამერიკული სასამართლო სისტემის ნდობა დავკარგე. აქ ჩემი დაუცველი ჩვენება გართობასა და სოციალური ქსელების გამოკვებას ემსახურებოდა."
ამბერის თქმით, როცა იმავე საქმეზე დავა დიდ ბრიტანეთში გაიმარჯვა, სასამართლომ ამბერი გაამართლა და ოჯახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლადაც აღიარა. აშშ-ში კი მსახიობის მიერ თავისი ჩვენების გასამყარებლად წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები უარყვეს.
"ამ დროის განმავლობაში ისეთი დამცირების წინაშე აღმოვჩნდი, რომ ამას მეორედ ვერ გადავიტან. ჩემი საჩივარი რომც დააკმაყოფილონ, საუკეთესო შედეგი სასამართლოს პროცესის ხელახლა ჩატარება იქნება, რომლის დროსაც ახალი ნაფიცი მსაჯულები მტკიცებულებებს შეაფასებენ. ამას მესამედ ვერ გავუძლებ", — განაცხადა მსახიობმა.
დეპის ადვოკატების თქმით, მორიგების პირობების მიხედვით, ამბერი ჯონის $1 მილიონს გადაუხდის.
ამავე თემაზე:
ნახეთ ამბერ ჰერდისა და ჯონი დეპის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები