გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, დაკავებულს ავტო იმპორტის კომპანია ჰქონდა გახსნილი.

  • თითქოსდა, საზღვარგარეთ აუქციონებზე მანქანების შეძენისა და ჩამოყვანის მიზნით, მან 6 მოქალაქეს პირად ანგარიშზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინა, თუმცა ავტომობილები არ ჩამოუყვანა.

დეტალები: პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა, ჯამში, თაღლითურად მიისაკუთრა დაზარალებულების კუთვნილი 106 788 ლარი.

  • დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი. თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.
  • ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.