NDI: მათგან ვისაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე სმენია, უმრავლესობა თვლის, რომ მთავრობამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
შესწორება: თავდაპირველად მასალის სათაური იყო "მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ მთავრობამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა", რაც კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ფაქტობრივი უზუსტობაა. მასალა ჩასწორებულია. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.
ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
- NDI კვლევის მიხედვით, მათგან ვისაც ამ გადაწყვეტილების შესახებ სმენია, 56% თვლის, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო.
- 32%-ის აზრით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ხოლო 7% ამბობს, რომ არც ერთს არ ეთანხმება.
გარდა ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 71% თვლის, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეების მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს.
- ასევე გამოკითხულთა 70%-ის აზრით, ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან.
დეტალები: კვლევის მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- ასევე, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
ევროკავშირი: კვლევის მიხედვით, მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
- კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 75%-მა უპასუხა, მისაღებია, 14%-ისთვის მისაღებია, 10% კი აცხადებს, რომ არ იცის;
- კვლევაში ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად კვლავ სამუშაო ადგილები და უსაფრთხოება სახელდება;
- NDI წერს, რომ 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.
NATO: NDI-ის კვლევის მიხედვით, ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.
- გამოკითხული მოსახლეობიდან უმრავლესობის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები უშლის ხელს.
ფოტო: NDI
მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
- აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან-15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
- აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს;
- საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა


კომენტარები