ამას ვერ ვუძლებ — ხმის წართმევის შემდეგ The Weeknd-მა კონცერტი შეაჩერა
ფოტო: Paras Griffin / Getty
ცნობილმა კანადელმა მომღერალმა The Weeknd-მა ლოს-ანჯელესის სტადიონზე კონცერტის გამართვისას ღონისძიება შეაჩერა და დამსწრე აუდიტორიას მოუბოდიშა. გრემის ოთხგზის მფლობელმა მუსიკოსმა მსმენელს განუცხადა, რომ ხმა დაკარგა და კონცერტის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
The Weeknd-მა, რომლის ნამდვილი სახელი აბელ ტესფეია, გამოსვლა კონცერტზე მესამე სიმღერის შესრულების დროს შეწყვიტა. იგი კულისებში გატრიალდა, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდა და სტადიონზე მყოფებს მიმართა.
"ამას ვერ ვუძლებ", — განაცხადა მომღერალმა, — "შოუს შეწყვეტა არ მინდა, მაგრამ ახლა ვერაფრით ჩავატარებ იმ კონცერტს, რომლის თქვენთვის ჩუქებაც მსურს. მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა კარგადაა და თქვენ მიერ გადახდილ ფულს დაიბრუნებთ, მე კი თქვენთვის შოუს ძალიან მალე გავმართავ. მსურდა, გამოვსულიყავი და პირადად მომებოდიშებინა. ვწუხვარ, ძალიან მიყვარხართ".
აუდიტორიისთვის მობოდიშების შემდეგ, კანადელმა მუსიკოსმა განცხადება სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ახსნა, რომ ხმა კონცერტზე პირველი სიმღერის შესრულებისას წაერთვა. სხვათა შორის, ეს მომენტი ასახულია ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოებშიც.
ფანების ნაწილმა კონცერტის დატოვებით უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა, მეორე ნაწილმა მომღერალს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ The Weeknd ტურნეს ივლისის დასაწყისის შემდეგ მართავს.
აღსანიშნავია, რომ The Weeknd ერთადერთი მუსიკოსი არაა, რომელსაც მსგავსი რამ შეემთხვა. რამდენიმე წლის წინ კონცერტის იმავე მიზეზით შეწყვეტა მოუწია ცნობილ ინგლისელ მუსიკოსს, ელტონ ჯონს. თუმცა, თუკი ჯონის შემთხვევაში ხმის წართმევა პნევმონიით იყო გამოწვეული, The Weeknd, როგორც ჩანს, ერთ-ერთია იმ მომღერლებიდან, რომელთაც მეტისმეტად გადატვირთული ტურნე აქვთ და ეს მათ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.
ტურნეს გამართვის ფიზიკურ და ემოციურ შედეგებზე ზოგიერთი მუსიკოსი ღიად საუბრობს. მათ შორის იყო ცნობილი შვედი შემსრულებელი Avicii, რომელმაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კონცერტების ჩატარება შეწყვიტა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები