5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიო სულაკაურის წიგნის მაღაზიას
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ნილ გეიმანი ამერიკელ ღმერთებში ამბობს, ქალაქი წიგნის მაღაზიის გარეშე ქალაქი არ არისო. თუკი წიგნის ნამდვილ მაღაზიაში ერთხელ მაინც აღმოჩენილხარ და მისი ატმოსფერო შეგიგრძნია, შეუძლებელია, გეიმანს არ დაეთანხმო. ამ ჯადოსნურ ადგილას ხომ ათასობით ამბავი იყრის თავს და წამკითხველს ელოდება — ანუ შენ.
წიგნის მაღაზია რომ ყველა მკითხველისთვის ჯადოსნური ადგილი უნდა იყოს, ეს ყველაზე უკეთ სულაკაურის გამომცემლობაში ესმით. ამიტომ, გამომცემლობის ყველა მაღაზიაში განსაკუთრებული განწყობაცაა შექმნილი. ამ დროისთვის თბილისში სულაკაურის წიგნის შვიდი მაღაზიაა, დედაქალაქს გარეთ, რუსთავში კი — ერთი.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობის პირველი წიგნის მაღაზია თითქმის 5 წლის წინ, 2017 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. მას შემდეგ ის ყოველდღიურად ასობით მკითხველს მასპინძლობს და სასურველი საკითხავის შერჩევაში ეხმარება.
და მაინც — რატომ უნდა ეწვიო სულაკაურის წიგნის მაღაზიებს?
1. მყუდრო და მეგობრული გარემო დაგხვდება
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
აკი ვახსენეთ კიდეც, ყველა მაღაზიაში განსაკუთრებული განწყობაა შექმნილიო. ეს მხოლოდ წიგნების დამსახურება როდია — ფილიალებში კეთილგანწყობილი თანამშრომლებიც გიმასპინძლებენ, რომელთა რჩევებს თამამად შეგიძლია ენდო.
2. აქ სიახლეები სულ გელოდება
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ახალთახალი წიგნებისა და მეგობრული კონსულტანტების გარდა, სულაკაურის წიგნის მაღაზიებში სიახლეებიც მუდმივადაა. გათამაშებები, კონკურსები, ფასდაკლებები, საჩუქრები, გამოწვევები და სხვა მრავალი.
მაღაზიებში ასევე შეგიძლია მიიღო დაგროვების ბარათი, სადაც ყოველ შეძენილ წიგნზე გარკვეული რაოდენობის ქულა დაგერიცხება; დაგროვებულ ქულებს კი წიგნებში ნებისმიერ დროს გადაცვლი. არც ის დაგავიწყდეს, რომ ფილიალებში პერიოდულად არის აქციები, როდესაც მომხმარებელს ბარათზე გაორმაგებული რაოდენობის ქულა ერიცხება.
3. წიგნის მაღაზია პატარების საყვარელი ადგილია
რა გასაკვირია, რომ წიგნის მაღაზია, რომელიც ყველაზე ჯადოსნური ადგილია, ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია.
მაღაზიაში პატარა მეგობრებს ხშირად უკითხავენ წიგნებს.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
აი, მაგალითად, ცინცაძის ფილიალს ყოველთვის სტუმრობენ პატარა მკითხველები, რომლებიც თაროებს შორის კომფორტულად მოკალათდებიან და კითხულობენ, თამაშობენ და კარგ დროს ატარებენ ხოლმე.
4. საჩუქრები არა და არ ილევა!
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საჩუქრებზე, როგორც წესი, დაბადების დღე ან ახალი წელი გვახსენდება ხოლმე, თუმცა, სულაკაურის წიგნის მაღაზიებში ყოველი დღე დღესასწაულია, ამიტომ საჩუქრებიც ყოველთვის გელოდებათ. პატარა მკითხველები სერიის ვიკითხოთ ერთად წიგნებთან ერთად საჩუქრად სანიშნებს იღებენ. საგანგებოდ ცალწინდა ყვანჩალასთვის კი წინდებიც შეიქმნა, რომლებიც წიგნთან ერთად 25 ლარი, ცალკე კი 7 ლარი ღირს.
სხვათა შორის, ივლისის თვეში სულაკაურის წიგნის მაღაზიებში მომხმარებელს საბავშვო გამოწვევასაც შესთავაზებენ. მისი ყველა პუნქტის შესრულების შესრულების შემდეგ მკითხველები სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. ფასდაკლებით დასაჩუქრდებიან გამოწვევაში ჩართული მომხმარებლებიც.
5. აქ ყველა საჭირო აქსესუარის შეძენას შეძლებ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველებს ხომ მხოლოდ წიგნები არ უყვართ?! უყვართ ყველაფერი, რაც მათ საყვარელ ამბებს უკავშირდება. ამიტომ, ზაირა არსენიშვილის ახალგამოცემული საბავშვო წიგნისთვის, მოკლე კატოს თავგადასავალი, რომლის ილუსტრაციებიც თათია ნადარეიშვილმა შექმნა, ბრენდირებული ჩანთები, სანიშნები და ღია ბარათები დამზადდა. მათ შეძენასაც ასევე შეძლებ სულაკაურის წიგნის მაღაზიებში.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
აქსესუარები არც დიდებისთვის დაინანეს — ზაზა ბურჭულაძის ახალი და უკვე ბესტსელერად ქცეული რომანისთვის, ვარდის სურნელი, საგანგებოდ დამზადდა ჩანთები. მაღაზიებში ასევე შეგიძლია ვეფხისტყაოსნის თემატიკის მაისურები, ბლოკნოტები და პოსტერები შეიძინო, რომელთა ილუსტრატორი დავით მაჭავარიანია.
ბონუსი: წიგნის მაღაზიაში მთავარი მკითხველია
სულაკაურის წიგნის მაღაზიის გახსნა რუსთავში
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სულაკაურის წიგნის მაღაზიას გამოარჩევს, ისაა, რომ ეს სივრცე მთლიანად მკითხველის რჩევებისა და სურვილების მიხედვით იქმნება და იცვლება. მაღაზიაში მისულს, სასურველი პროდუქციის შეძენასთან ერთად, შეგიძლია მათ შესთავაზო, რას დაამატებდი სივრცეს, რას შეცვლიდი და სხვა.
სულაკაურის წიგნის მაღაზიების მისამართებია:
-
აქსის თაუერსი, 1-ელი სართული
-
ისთ ფოინთი, მთავარი მოედანი
-
გლდანი მოლი, G სართული
-
სითი მოლი საბურთალო, 1-ელი სართული
-
გალერია თბილისი, 1-ელი სართული
-
ცინცაძის ქუჩა N2
-
ჭავჭავაძის გამზირი N15
-
რუსთავი მოლი, შარტავასა და ლომოურის ქუჩების კვეთა
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
კომენტარები