პოლიციამ დღეს 17 ჰომოფობი დააკავა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრორუსულ ძალადობრივ ჯგუფს, ალტ-ინფოს და მათ მხარდამჭერებს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფესტივალის ჩაშლა სურთ.
- ისინი გუშინდელი საღამოს შემდეგ ცდილობენ გზების გადაკეტვას და ძალების მობილიზებას.
- მათ ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს და დღეს ევროკავშირის ოფისთან ანტიევროპული, ჰომოფობიური აქცია გამართეს.
დეტალები: ჰომოფობების ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო შეკრებილი, სადაც ლგბტ დროშა დახიეს და დაწვეს.
- ამის შემდეგ ისინი ქართული ოცნების ოფისთან გადავიდნენ, დახეული ნაჭრები დაყარეს და ყვიროდნენ: "ქათმებო", "ნაციონალებო".
- იქედან დაბრუნებულები EU-ს წარმომადგენლობასთან ავიდნენ, სადაც დაწვეს ევროკავშირის და ნატოს დროშები და ელჩს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ — ვაკეში მათ ხალხი ფანჯრებიდან აკრიტიკებდა და აგინებდა.
- პრორუსების ნაწილი კი სხვა ტერიორიაზე იყო მობილიზებული და ცდილობდა, ფესტივალზე მიმსვლელებისთვის ხელი შეეშალა — სწორედ იქ დააკავა პოლიციამ 17 პირი.
მოძალადეები გუშინაც დააკავეს, სულ 26 ადამიანი. კერძოდ, ალტ-ინფოს წევრები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ასევე, მამა-შვილი ფალავანდიშვილები და ბექა ვარდოსანიძე.
- ბოლო რამდნეიმე კვირაა ისინი თბილისი პრაიდს ემუქრებოდნენ და ძალადობა არაერთხელ დააანონსეს.
- შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
- სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა და დაარბიეს აქტივისტების ოფისები, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, მათი თანამშრომლები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და "საპროტესტო აქციებთან" დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე "ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას".
-
უწყებაში ამბობენ, რომ პრაიდფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, აგრძელებენ კომუნიკაციას ორგანიზატორებთან, ასევე, გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება, პრაიდფესტივალი დღეს იმართება. აქამდე ჩატარდა კინოჩვენება და რეგიონალური ლგბტ კონფერენცია.
- მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ იმართება და ფესტივალი დახურულ სივრცეშია, ჰომოფობები მაინც ცდილობენ მოქალაქეების გამოხტვის თავისუფლება შეზღუდონ და პრაიდფესტივალს უპირისპირდებიან.
- გაიგეთ მეტი პრაიდის კვირეულზე აქ.
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა? რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
-
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე? ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
-
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
გადახედვა
-
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
-
მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
გადახედვა
-
ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
-
ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს
-
"რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო" — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე "რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო" — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა 1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა
გადახედვა
-
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები გაძვირდა და 3-დან 20 ლარამდე გახდა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები გაძვირდა და 3-დან 20 ლარამდე გახდა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
-
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია
გადახედვა
-
საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული
გადახედვა
-
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა? ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
-
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები