ჩანაწერი ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას მთავრობის მეთაურზე — NGO-ები
ფოტო: ქართული ოცნება
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე.
NGO-ების თქმით, აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით.
"მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.
ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", — ვკითულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნას მიიჩნევენ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, ისინი ითხოვენ, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები პრემიერმინისტრისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;
NGO-ების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. როგორც ისინი ამბობენ, ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.
ამასთანავე, ორგანიზაციები ითხოვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. ხოლო, მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ბანკები და საზოგადოება;
- მედიის განვითარების ფონდი;
- Europe for Georgia;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ლიბერალური აკადემია თბილისი.
25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში, რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
კარტოგრაფების საქმის ფიგურანტმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის მმართველ პარტნიორს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა.
ხიდაშელის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, უარყოფილია უზდენოვის ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლო ეპიზოდები. გარდა ამისა, ბიზნესმენი ამტკიცებს, თითქოს უზდენოვს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
"რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?" — ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებსა და რუს ბიზნესმენთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. მისი თქმით, რუს ბიზნესმენს დავით ხიდაშელი შეხვდა, თუმცა როგორც ის ამტკიცებს, ამ შეხვედრას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ვინ არიან ევტუშენკოვი და უზდანოვი
ვლადრიმერ ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან. ევტუშენკოვი კომპანიის დამაარსებელი რუსი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ. მას შემდეგ რაც ევტუშენკოვს სანქციები დაუწესეს, მან კომპანიის წილები ნათესავებს გადაუნაწილა და სისტემას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. უზდენოვი სისტემას მმართველი პარტნიორია, მანამდე კი ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული. კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.
ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".
ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.
ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო. გარდა ამისა, 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
ამავე თემაზე:
- ლელო მოითხოვს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
- საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო — მაჭარაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ზარქუა ჩანაწერზე: თუ მართალია, საუბარი რაზეა — ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს
- შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია — პაპუაშვილი ჩანაწერებზე
- რომც იყოს ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე — კობახიძე ჩანაწერებზე
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები