გინდ ყოფილან პარლამენტში, გინდ არა, დელეგაციაშიც იქნებიან თუ არა, არ აქვს დიდი მნიშვნელობა — წულუკიანი ენმ-ზე
ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურის მინიტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყოფნას არც პარლამენტში აქვს აზრი და არც დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში მიდის. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ენმ სად იქნება, რადგან "თავიანთი ადგილი" გარკვეული დროა აირჩიეს.
"ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად დელეგაციას ქმნის და მიემგზავრება კიევში, რაც, რა თქმა უნა, მისასალმებელია. უფრო მეტიც, ამ დელეგაციას სათავეში უდგას მაღალი თანამდებობის პირი და კონსტიტუციით ერთ-ერთი პირველი პირი, ბატონი შალვა პაპუაშვილი და ამ დელეგაციაში არ არის ომის პარტია.
ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, პრინციპში, არც აქვს მნიშვნელობა, ისინი სად იქნებიან, მათ თავიანთი ადგილი გარკვეული დროა, უკვე აირჩიეს. ვეღარ ერგებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, პარლამენტში შევიდნენ-არ შევიდნენ, ამაზე ძლივს ჩამოყალიბდნენ, მაგრამ გინდ ყოფილან პარლამენტში, გინდ არა, ეს არის ჩემი შეფასება მათი იქ საქმიანობისა და ამ დელეგაციაშიც იქნებიან თუ არა, ალბათ, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა", — თქვა მან იმედის ეთერში.
დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება, მათი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. დეკანოიძე დასძენს, რომ კიევში თავად აუცილებლად წავა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობა მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული. ასევე, ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ ვიზიტში ენმ მონაწილეობას არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პაპაუაშვილმა გადაიფიქრა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრები შეთანხმდნენ, რომ უხერხულობისა და გაუგებრობის მოსაგვარებლად უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მანამდე, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილი ამბობდა, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა მაშინ უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
13 აპრილს პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს ონლაინშეხვედრა ჰქონდათ. პარლამენტის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. იმავე დღეს რადას თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულა. მისი თქმით, უკრაინაში დეპუტატების ვიზიტი დაადასტურებს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.
ამავე თემაზე:
- ხუნდაძის თქმით, "ბინძურ ბრალდებებზე განმარტებების" ან ბოდიშის გარეშე, ბუჩაში პაპუაშვილის ჩასვლაზე საუბარი არ უნდა იყოს
- "მგონი, ავად არის შალვა" — რას ამბობენ დეპუტატები ბუჩაში პაპუაშვილის მიწვევაზე
- ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდე, უბრალოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო — ხოშტარია
- ლელო მზადაა, უკრაინაში ვიზიტით წავიდეს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან ერთად
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები