საქართველოს ბანკთან პარტნიორობით KTW-მ მზის ელექტრო სადგურები დაამონტაჟა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინტერესო პროდუქტების დანერგვასა და შეთავაზებას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, ბანკმა ბიზნესებს ეკომეგობრული გადაწყვეტა — "ენერგოკრედიტი" შესთავაზა. მზის პანელების შესაძენად განკუთვნილი პროდუქტით უკვე არაერთმა კომპანიამ ისარგებლა, მათ შორის "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" (KTW).
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ 1 025 734 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა, რაც KTW-ს პატარძეულის საწარმოში 450 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის მონტაჟს მოხმარდა. აღნიშნული APM-ისა და Helios Energy Georgia-ს ჩართულობით განახორციელდა.
"საწარმოს წლიური ენერგიის მოხმარება დაახლოებით 900 000 კვტ-ს უტოლდება, ხოლო მზის ელექტრო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 590 000 კვტ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომუშავებული ენერგიის წლიური ეფექტი 65%-ს მიაღწევს, რაც დაახლოებით 200 000 ლარს უდრის. მზის ელექტრო სადგურით გამოთავისუფლებული ელ. ენერგია და ფინანსური რესურსი კვლავ საწარმოს განვითარებას მოხმარდება. ეს კი პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ მზის ელექტრო სადგურები მანავის, ველისციხის, ჩოხატაურისა და დაბა ქედის ქარხნებშიც განვათავსოთ. ეს დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ასევე კომპანიის საქმიანობაზე, ვინაიდან შემცირებული ხარჯების ფონზე, შევძლებთ მეტად ვიზრუნოთ კომპანიაზე", — აცხადებს KTW-ს წარმომადგენელი კობა ხარხელი.
"საქართველოს ბანკისა და KTW-ს თანამშრომლობა 8 წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე, გვქონდა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა კომპანიის სხვადასხვა პროექტებისთვის, იქნებოდა ეს მანქანა-დანადგარების გადაიარაღება, ქარხნებისა და სასტუმროების მშენებლობა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ "ენერგოკრედიტის" ფარგლებში კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ კომპანიის საქმიანობის განვითარებაში.
"ენერგოკრედიტის" უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად, ის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ KTW-ს სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას", — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სანდრო ძაგნიძე.
KTW ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა და დღეს 2 500-მდე ადამიანს ასაქმებს. KTW ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით დამზადებულ ჭაჭას აწარმოებს, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
უფრო მეტი ინფორმაცია ენერგოკრედიტზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
კომენტარები