პანდემიის პერიოდში პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა — TI
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, პანდემიის პერიოდში პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა.
ორგანიზაციამ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პანდემიის მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე განხორციელებული ზედამხედველობა და მისი შედეგები შეაფასა "იმ გადაწყვეტილების პირობებში, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას გადასცა".
"პარლამენტმა ვერ შეძლო სრულფასოვნად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის წევრთა მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების იგნორირება; ოპოზიციის მეტწილად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. საპარლამენტო ზედამხედველობის ტრადიციების ნაკლებობა და კანონმდებლობა, რომელიც ოპოზიციას არ ანიჭებს საკმარის უფლებამოსილებებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობაში განმარტავენ, 2020 წლის მინისტრის საათის განრიგის შესაბამისად, სულ 11 მოსმენა უნდა შემდგარიყო, თუმცა 7 მინისტრის საათი არ ჩატარდა. მათ შორის იყო — ლევან დავითაშვილი, ვახტანგ გომელაური, მიხეილ ჩხენკელი, თეა წულუკიანი, დავით ზალკალიანი, ნათელა თურნავა, ქეთევან ციხელაშვილი.
ანგარიშის მიხედვით, 18-მა დეპუტატმა 53 კითხვა გაუგზავნა ანგარიშვალდებულ პირს/ორგანოს, მათგან 41-ს გასცეს პასუხი. 38 კითხვის ავტორი ოპოზიციის, ხოლო 15-ის უმრავლესობის წარმომადგენელი იყო.
ორგანიზაციამ გამოყო ის დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტი კითხვა დასვეს:
- მიხეილ სარჯველაძე — 13 კითხვა;
- გიორგი კანდელაკი — 12.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 12 უპასუხოდ დარჩენილი კითხვის ავტორები თითქმის თანაბრად იყვნენ უმრავლესობისა (5) და ოპოზიციონერი (7) დეპუტატები.
"საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 23 თემატური მოკვლევის ჯგუფი. აქედან, უშუალოდ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე 6-მა ჯგუფმა იმუშავა. საანგარიშო პერიოდში 6-დან თემატური მოკვლევის 4-მა ჯგუფმა წარადგინა დასკვნა, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მათი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით", — წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საუბრობს, რომ ოპოზიციურმა ფრაქციებმა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის მოწვევის საკითხი 10-ჯერ დააყენეს, აქედან 4-ჯერ კორონავირუსის თემატიკასთან დაკავშირებით. მათივე განცხადებით, უმრავლესობის ფრაქციებს არ დაუბარებიათ კომიტეტზე ანგარიშვალდებული პირები.
კომიტეტებზე არ გამოცხადდნენ:
- ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;
- იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე;
- შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს 2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს არ გამოუყენებიათ კონტროლის შემდეგი მექანიზმები:
- მინისტრის საათი;
- ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი;
- პარლამენტს არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრისაგან სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
- პარლამენტს, კომიტეტებს და ფრაქციებს არ მოუთხოვიათ პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის სხვა პირების მისვლა.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს, რომ ოპოზიციისთვის მინიჭებული შეზღუდული უფლებამოსილებები ჯეროვნად ვერ ხორციელდება, რადგან მთავრობა არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან და მათ ინიციატივებს, ძირითადად რეაგირების გარეშე ტოვებს.
"უმრავლესობის მიერ განხორციელებული კონტროლი კი არაეფექტურია და უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს", — აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოს. მათი თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფებმა ეფექტური ზედამხედველობა უნდა განახორციელონ შემუშავებული რეკომენდაციების მთავრობის მიერ აღსრულებაზე;
"პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის დაბარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია თანამდებობის პირის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით", — წერს ორგანიზაცია.
გაიგე მეტი:
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები