კობახიძის აზრით კიდევ რის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და კვლავ ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. ამჯერად მან რამდენიმე მოვლენა დაასახელა, რომლის უკანაც ოპონენტების როლი დაინახა.
მისი თქმით, სწორედ ენმ-ს ვიზიტის შემდეგ, დაიწყო უკრაინამ საუბარი "ომის საქართველოში გადმოტანაზე". კობახიძის შეფასებით, "ამის მკაფიო მაგალითი" იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება.
მოკლედ გიამბობთ იმ მოვლენებზე რომლის უკანაც კობახიძე ოპოზიციური პარტიის როლს ხედავს.
"ენმ-ს მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა"
ქართული ოცნების თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ენმ პროვოკაციებს აწყობს, რისი მთავარი მიზეზიც საქართველოს ომში ჩართვაა. კობახიძემ "პროვოკაციების" ნაწილიც ჩამოთვალა, რომელთა შორისაა:
- "მუდმივი მოწოდებები ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე";
- "ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გამგზავრებულიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი";
- "დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ";
- "მოწოდებები ხელისუფლების მიმართ იარაღის შეძენისკენ";
- "სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა";
- "მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ".
"საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა იყო ენმ-ს მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი"
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა იყო "ომის პარტიის", ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად.
კობახიძე თანაგუნდელებს აქებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა "პროვოკაციას" "სათანადოდ" უპასუხა და სიტუაციის ესკალაცია არ დაუშვა.
"ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად", — თქვა მან.
"კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ ენმ იდგა საწვავის გაძვირებაზე აქციების უკან"
უკვე შეჩვეული ვართ, რომ ქართული ოცნება ყველა პროტესტს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს, თუმცა ამჯერად საზოგადოების ნაწილი მაინც გააოცეს, როდესაც საწვავის ფასებზე გაძვირების გამო გამართული აქციის უკანაც თავიანთი ოპონენტები დაინახეს.
კობახიძის მტკიცებით ამ კავშირის დამადასტურებელი კონკრეტული ინფორმაციაც აქვთ. მან განმარტა, რომ ეს არის პრობლემა და გამოწვევა, რაზეც მუშაობს საქართველოს ხელისუფლება. პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას.
"ეს არის არა შეფასება, არამედ, ფაქტის კონსტატაცია. რაც თქვა პრემიერმა ეს არის ფაქტის კონსტატაცია და არა შეფასება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ორგანიზებული. ეს აქციები სისტემურად იყო ორგანიზებული არამარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც. კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ აქციების უკან", — თქვა მან.
თბილისში აქციაზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასებს აპროტესტებდნენ, 20 ადამიანი დააკავეს.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები