ევროპოლი: ევროპაში ამჟამად 5000-მდე ჯიჰადისტია
ფოტო: ევროპოლი
ევროპოლის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპაში ამჟამად 5000-მდე ჯიჰადისტი ბინადრობს, რომლების ტერორისტების სამწვრთნელო ბაზებიდან დაბრუნდნენ.
რობ ვეინრაითის განცხადებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია ISIS-ის მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმები.
“ამჟამად ევროპა ბოლო 10 წლის განმავლობაში უდიდესი ტერორისტული საფრთხის წინაშე დგას.” განაცხადა მან გერმანულ “Neue Osnabrücker Zeitung-თან” ინტერვიუში. მისივე თქმით, მოსალოდნელია ტერორისტული თავდასხვმები, რომელთა მიზანიც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი იქნება. “არსებობს ინდივიდუალური და ორგანიზებული თავდასხმების რისკი.” ამბობს ვეინრაითი.
ევროპოლის ვარაუდით, ევროპის 3 000-დან 5 000-მდე მოქალაქე ერაყისა და სირიის ტერორისტული ბანაკებში მომზადდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის რამდენიმე მონაწილე ყალბი დოკუმენტებით თურქეთის, ბერძნული კუნძულებისა და ბალკანეთის გავლით შემოყვა დევნილთა ტალღას. ევროპოლში ვარაუდობენ, რომ დაეშმა დევნილთა კრიზისი სათავისოდ გამოიყენა და ჯიჰადისტი მებრძოლები ევროპაში გადმოსხა. თუმცა, ამ ვარაუდის დასადასტურებლად მყარი სამხილები ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიიდან 700-მდე ადამიანი წავიდა სირიაში ტერორისტების მხარეს საბრძოლველად, აქედან ნახევარი უკვე უკან დაბრუნდა. ბრიტანეთის უშიშროებაში აცხადებენ, რომ ტერორისტების ამოცნობა დევნილთა რიგებში შეუძლებელია.
ცნობილია, რომ ISIS ერაყისა და სირიის პასპორტებს აყალბებს და თავის მებრძოლებს ურიგებს. დოკუმენტები იმდენად მაღალ დონეზეა გაყალბებული, რომ მათი ნამდვილისგან გარჩევა ევროპის უშიშროების სამსახურებს უჭირთ.
პარიზის თავდასხმის მონაწილეები სირიაში, ქალაქ რაქასთან მდებარე ტერორისტთა სამწვრთნელო ბანაკში მომზადდნენ.
თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, სტამბულის 12 იანვრის ტერორისტული აქტის მონაწილეებიც სირიიდან შემოვიდნენ, როგორც ჩვეულებრივი მიგრანტები.
პარიზის თავდასხმის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების სამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ საფრთხეების დასადგენად და აღმოსაფხვრელად. მომავალი თავდასხმებისა თავიდან აცილებისა და ინფორმაციის ეფექტურად მიმოცვლისთვის ევროპაში ახალი სტრუქტურა ევროპის კონტრ-ტერორისტული ცენტრიც (ECTC) შეიქმნა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები