თაგვებზე გამოცდილი წამლები ადამიანებზე, ხშირ შემთხვევაში, არ მოქმედებს
ფოტო: Sam Rowe
თაგვებზე ჩატარებული ცდებით გამოგონილი ახალი წამლები, ხშირად, ადამიანებზე არ ამართლებს. თუმცა მთავარი იმედგაცრუება ეს არ არის. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამგვარი ექსპერიმენტის ჩაფლავების შემდეგ, ახალი წამლის გამოგონებაა საჭირო, რაც ხარჯებს კატასტროფულად ზრდის.
მეცნიერები ამბობენ, რომ ექსპერიმენტების ჩაფლავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, წამლების თაგვებზე, ვირთხებსა და სხვა ცხოველებზე ტესტირებაა. მათზე დაკვირვებით მიღებული შედეგი ხშირად დიდ იმედს იძლევა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდება ხოლმე.
მეცნიერების ნაწილი ცხოველებზე ჩასატარებელი ექსპერიმენტების ახალ მეთოდზე ფიქრობენ, რათა მომავალში მსგავსი იმედგაცრუებები აირიდონ და უფრო ეფექტური შედეგები მიიღონ.
დაახლოებით საუკუნის წინ, როდესაც მეცნიერებმა პირველად დაიწყეს ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარება, მიზანი ამ ცხოველების შესწავლა იყო და არა მათზე წამლების ან ადამიანების სამკურნალო მეთოდების გამოცდა.
„როგორც კი ეს პროცესი დაიძრა, ადამიანები ვეღარ აღიქვამდნენ ცხოველებს, როგორც სპეციფიკურ არსებებს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო პროტოტიპულ ძუძუმწოვრებად მოიაზრებდნენ,“ - ამბობს ემორის უნივერსიტეტის მკვლევარი ტოდ პრეუსი.
არიან თუ არა ვირთხები უნივერსალური ძუძუმწოვრები? - ამ კითხვაზე პრეუსი გადაჭრით პასუხობს, რომ არა. მაგრამ არსებული არასწორი წარმოდგენა გახდა საფუძველი იმისა, რომ თავის დროზე მღრღნელების მეცნიერებისთვის მიყიდვა დაიწყეს.
"ამ საქმეში არ იყო მხოლოდ ფინანსური დაინტერესება. გამყიდველებს მართლა სჯეროდათ, რომ ამ ცხოველების დახმარებით შესაძლებელი იყო თითქმის ყველაფრის გამოკვლევა. მათი აზრით, მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით ადამიანის სხეულის ნებისმიერი ნაწილის მახასიათებლების შესწავლა და სხვადასხვა დაავადებების განკურნება იყო შესაძლებელი", - ამბობს ემორის უნივერსიტეტის მკვლევარი.
ჰაცელტონის ლაბორატორიის ვირთხების საცავი, 1967 წ; ვაშინგტონი
ფოტო: Fox Photos/Getty Images
ეს საკმაოდ სახიფათო და სარისკო ვარაუდი გახლდათ. მღრღნელები და ადამიანები საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად განიცდიდნენ ევოლუციას. ადამიანებსა და მღრღნელებს თავისი უნიკალური თვისებები გამოუმუშავდათ და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
რა გასაკვირია, რომ თაგვებზე წარმატებით გამოცდილი წამლები ხშირ შემთხვევაში ადამიანებზე არ მოქმედებს?
მიუხედავად ამისა, უამრავი რესურსი იხარჯება ცხოველების, როგორც ადამიანის შემცვლელების შენახვაში. დღევანდელი სამეცნიერო საზოგადოება სწორედ თაგვებზე, ვირთხებსა და სხვა ლაბორატორიული ცხოველებზეა დამოკიდებული.
პრეუსი ამბობს, რომ მეცნიერებამ უნდა შეწყვიტოს მღრღნელების ადამიანებთან გაიგივება. მისი აზრით, უმჯობესი იქნება თუ ძირითადი კონცენტრაცია მიმართული იქნება თავად ამ ცხოველების შესწავლაზე. ამ გზით, მეცნიერებს მაინც შეეძლებათ ბიოლოგიისა და დაავადებების შესახებ აღმოჩენების გაკეთება. მაგალითად, პრეუსის აზრით, მეცნიერებმა უნდა იკვლიონ თუ როგორ განსხვავდებიან მღრღნელები ადამიანებისგან ან რა საერთო აქვთ მათ.
ამგვარად, მეცნიერები უფრო მეტს გაიგებენ ბიოლოგიის შესახებ და თავს დააღწევენ გავრცელებულ მიდგომას, რომ რაც მუშაობს მღრღნელებზე, ის აუცილებლად იმუშავებს ადამიანებზეც.
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები