ანდრეი კისკა: ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე
ფოტო: Oravaman
"ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ, თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც ევროპისკენ და ნატოსკენ წაიყვანს საქართველოს" - ამ სიტყვებით მიესალმა სლოვაკეთის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა საქართველოს პრეზიდენტსა და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და განმარტა, რომ საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპულ გზაზე.
კისკას განმარტებით, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას იმპულსი მისცეს. მან აღნიშნა, რომ თან ახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც დაათვალიერებს საქართველოს და მოიფიქრებს, როგორ უნდა განვითარდეს სლოვაკეთისა და საქართველოს ეკონომიკა:
"იქნება ეს ბიზნესი თუ ტურიზმი. ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი არის საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონე და იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ორივე ჩვენს ქვეყანას".
კისკას განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ფართობი დაახლოებით ერთნაირია. მან ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისათვის ნატოში გაწევრიანება და გაიხსენა საკუთარი ქვეყნის მაგალითი:
"როდესაც ჩვენ გავხდით ნატოს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, მაგრამ დღეს ეს რეალობაა".
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელობანია:
"ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთადერთი მიმართულებით ივლით".
კისკას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ნატოს მომავალი სამიტისგან კარგი მოლოდინები უნდა ჰქონდეს:
"ბოლო სამიტის შემდეგ უამრავი რამ გაკეთდა. კერძოდ, ნატოს სამხედრო წვრთნები საქართველოში და იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს ნატოსგან თქვენი ქვეყანა".
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ახორციელებს, სლოვაკეთმაც განახორციელა, რამაც საბოლოო ჯამში პოზიტიური შედეგი გამოიღო:
"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორიული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით და საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მე წავალ და თან გამყვება შთაბეჭდილებები იმ რეალობის შესახებ, რაც აქ დამხვდა".
სლოვაკეთის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა საქართველოს დღეს, 30 მაისს, პირველად ეწვია.
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები