ლავროვის უწყება დიდი ბრიტანეთის საგარეოს "პროვოკაციების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს
ფოტო: TASS
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "პროვოკაციების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს. ლავროვის უწყებაში ეს კომენტარი ბრიტანეთის საგარეოს განცხადების შეფასებისას გააკეთეს, რომლის მიხედვით, კრემლი გეგმავს უკრაინაში პრორუსი ლიდერი დანიშნოს. რუსეთის საგარეოს კომენტარს TASS ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა, ანგლო-საქსების ხელმძღვანელობით, სწორედ ნატოს ქვეყნები ცდილობენ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციას. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები, შეწყვიტოს უაზრობის გავრცელება და კონცენტრირდეს თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე", — აცხადებენ ლავროვის უწყებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავს უკრაინაში პრორუსი ლიდერი დააყენოს, ვინაიდან, განიხილავს უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შესაძლებლობას. უწყება ამბობს, რომ პოტენციურ კანდიდატად განიხილება უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი, ევგენი მურაევი.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დაზვერვა ინარჩუნებს ურთიერთობას ბევრ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან", — აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩამონათვალს ავრცელებს.
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.
2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.
პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.
-
ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია
გადახედვა
-
შესაძლოა, ტრადიციული კვანტური საათები დროის კრისტალებით ჩავანაცვლოთ — რას შეცვლის ეს? შესაძლოა, ტრადიციული კვანტური საათები დროის კრისტალებით ჩავანაცვლოთ — რას შეცვლის ეს?
გადახედვა
-
გვიმსუბუქებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს? — კვლევის შედეგები არასახარბიელოა გვიმსუბუქებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს? — კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ" იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ"
გადახედვა
-
დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა
გადახედვა
-
25%-იანი ფასდაკლება სესხზე Silk ბანკში 25%-იანი ფასდაკლება სესხზე Silk ბანკში
-
SpaceX-ის ყოფილი ინჟინერი ამბობს, რომ იცის, როგორ მიიღოს წყლისგან საწვავი SpaceX-ის ყოფილი ინჟინერი ამბობს, რომ იცის, როგორ მიიღოს წყლისგან საწვავი
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: სანამ რუსეთის იმპერიალისტური მიდგომა არ შეიცვლება, სრული ილუზიაა რამე ფორმის ნეიტრალიტეტი სალომე ზურაბიშვილი: სანამ რუსეთის იმპერიალისტური მიდგომა არ შეიცვლება, სრული ილუზიაა რამე ფორმის ნეიტრალიტეტი
გადახედვა
-
სტივენ დაუთი: საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობა სულ უფრო მეტად იღებს მიზანში არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის ლიდერებს სტივენ დაუთი: საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობა სულ უფრო მეტად იღებს მიზანში არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციის ლიდერებს
გადახედვა
-
ონლაინ ვებინარი | ინოვაციური B2B პლატფორმა ProConnect პროკრედიტისგან ონლაინ ვებინარი | ინოვაციური B2B პლატფორმა ProConnect პროკრედიტისგან
-
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის — თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის — თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
-
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა
გადახედვა
-
შექმნეს ვირტუალური ცხოველები, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს შექმნეს ვირტუალური ცხოველები, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს
გადახედვა
-
ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტროლინგვისტი? ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტროლინგვისტი?
-
სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო
გადახედვა
-
7 სიურრეალისტი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე 7 სიურრეალისტი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
გადახედვა
-
არქეოლოგებმა რომაელი მმართველის სასახლეში საიდუმლო კიბეები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა რომაელი მმართველის სასახლეში საიდუმლო კიბეები აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები