SensesOfCinema ჩემ ბედნიერ ოჯახზე: ის, რაც დღეს ასე აკლია თანამედროვე კინოს
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი რამდენიმე დღის წინ იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა.
ფილმის შესახებ საკუთარი მოსაზრება კინოკრიტიკოსმა ბრიგიტა ვაგნერმაც გამოთქვა, რომელიც ამბობს, რომ ნანამ და სიმონმა შექმნეს ფილმი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აკლია თანამედროვე კინემატოგრაფს.
"ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე, რომელმაც სოსოს როლი შეასრულა, არაჩვეულებრივი წყვილია. როცა მანანა მარტო ცხოვრებას გადაწყვეტს, ისინი ცდილობენ მანანას არჩევანი გააცნობიერონ, არჩევანი, რაც მათი ცხოვრების სტატუს-კვოს არღვევს. თუმცა საფინალო სცენა არის პერსონაჟების მიმართ სიფაქიზისა და სიყვარულის უტყუარი მაგალითი - ის, რაც დღე ასე აკლია თანამედროვე კინოს", - წერს ბრიგიტა ვაგნერი.
შეგახსენებთ, რომ The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
კინოკრიტიკის რუბრიკის მთავარი რედაქტორი, მანოლა დარგისი წერდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ქალის გათავისუფლების ისტორიაა.
"მთავარი გმირი, მანანა (მშვენიერი, მომხიბვლელი ია შუღლიაშვილი) ცოლი, დედა, შვილი და დიასახლისია. ამ სტანდარტული როლებიდან მას არც ერთი არ ანიჭებს ბედნიერებას. ეს არის სარკასტული და ემოციური ისტორია ქალის გათავისუფლების შესახებ. მოვლენების ცენტრში არის ქალი, რომელიც კარს იჯახუნებს და ამით მთელ ოჯახს შოკირებულს ტოვებს. მას უნდა, რომ უკან მოიტოვოს კლაუსტროფობიული სივრცე და მასში მცხოვრები პრეტენზიული ადამიანები. ოჯახი ცდილობს, მანანა შეზღუდოს, ის კი თავისუფლებისთვის იბრძვის. ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მათ რეჟისორობა გადაწყვიტეს", - ასე ახასიათებს კინოფილმს მანოლა დარგისი.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.
რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს კი ცოტა ხნის წინ, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი გადაეცათ.
ფილმის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბერლინში, წლის ბოლომდე კი მას ქართველი მაყურებელიც იხილავს.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა

კომენტარები