უფასო მიტანის სერვისი 15 წუთში — ბოდო, ესტონური ფესვების მქონე ქართული ონლაინ სუპერმარკეტი თბილისში
ფოტო: ბოდო
შერჩეული პროდუქციის შემკვეთამდე 15-20 წუთში მიტანა, ხარისხიანი პროდუქტი, ხარისხის მუდმივი კონტროლი და სრულიად ინოვაციური მომსახურება — თბილისში, სულ ცოტა ხნის წინ, ქართული კომპანია "ბოდო" გამოჩნდა, რომლის კონცეფცია სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობას მოიცავს და რომელიც მომხმარებლებს ონლაინ სუპერმარკეტების სერვისს სთავაზობს.
ალბათ, ლოგიკურად გაგიჩნდებათ შეკითხვა — რა განსხვავებაა უკვე არსებულ არაერთ ე.წ. დელივერი კომპანიასა და "ბოდოს" ონლაინ სუპერმარკეტებს შორის? კომპანია "ბოდოს" დამფუძნებელი დმიტრი ლობაჩ ჩვენთან საუბარს სწორედ ამ პრინციპული განსხვავებით იწყებს: — "თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩვენ თავად ვფლობთ მარკეტებს, პროდუქციის სპეციფიკის მიხედვით, დაყოფილია სექციები, მაგალითად, ბავშვთა კვება, ხორცისა და რძის პროდუქცია, ჰიგიენური საშუალებები, ნაყინი, შოკოლადი, ნახევარფაბრიკატები, ცხოველთა კვება და ა.შ. ანუ, ვიზუალურად ჩვენი "დარქ სთორები" სტანდარტული სუპერმარკეტისგან არაფრით განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით იმ მთავარ პრინციპს, რომ ჩვენს მარკეტებში მომხმარებლები არ შემოდიან, თავად ჩვენ მიგვაქვს პროდუქტი მომხმარებლამდე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ონლაინ შეკვეთა ფიქსირდება, "ბოდოს" ე.წ.პიკერი სწორედ დაყოფილი სექციების მიხედვით აგროვებს შეკვეთილ პროდუქტს და უმოკლეს დროში აწვდის მას კურიერს. კურიერს კი, შეკვეთა დანიშნულ ლოკაციამდე მიაქვს — მთელი ეს პროცესი 15-20 წუთს არ სცდება, თანაც მიტანა უფასოა და ეს მაშინ, როდესაც ე.წ. დელივერი კომპანიები შეკვეთის მიღების შემდეგ იწყებენ მარკეტებში პროდუქციის შეძენას, კურიერებს დიდხანს უწევთ რიგში დგომა და საბოლოოდ, ადრესატამდე შეკვეთის მიტანა თითქოს უსასრულოდაც კი გრძელდება".
დმიტრი ლობაჩ ასევე გვიხსნის, რომ ონლაინშეკვეთისას პროდუქტის რაოდენობა თუ ღირებულება შეზღუდული არ არის: — "ალბათ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც საღამოს, სახლში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად უყურებთ ფეხბურთს, დაგაკლდათ ერთი ან ორი შეკვრა ჩიფსი, ან თუნდაც გსურთ შეუკვეთოთ მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი, მაგრამ იმის გამო, რომ დაბალი ღირებულების შეკვეთას "დელივერი კომპანიები" არ იღებენ, იძულებული ხართ შეკვეთის სიას თქვენთვის არასასურველი პროდუქტი დაამატოთ, ან საერთოდ უარი თქვათ შეკვეთაზე. "ბოდო" კი შეკვეთისას ფასისა თუ პროდუქტის რაოდენობის მინიმუმს არ გიწესებთ — 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ შეუკვეთოთ მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი, ან მხოლოდ ერთი შეკვრა "ჩიპსი", ან ერთი ცალი შოკოლადი, ან ერთი პური და მიტანის სერვისშიც თანხა არ გადაიხადოთ. ასე რომ, თუ ამ დრომდე "დელივერი კომპანიები" მომხმარებლებს თავად სთავაზობდნენ გარკვეულ წესებს, "ბოდოს" პრინციპია, მომხმარებლის მიერ შემოთავაზებულ წესებს კომპანიის სერვისი და მომსახურება მოვარგოთ". ჯერ-ჯერობით "ბოდო" მუშაობს საღამოს 10-11 საათამდე, თუმცა მალე გაიხსნება სადღეღამისო საწყობები თბილისის ყველა უბანში.
ფოტო: ბოდო
BODO DELIVERY — აპლიკაციის სახელწოდებაა, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, ონლაინ სუპერმარკეტში ყიდვის პროცესს თავად მართავთ, შეკვეთა კი თქვენამდე 15-20 წუთში მოაქვთ. ახლო მომავალში "ბოდო" თბილისის ყველა რაიონში იქნება წარმოდგენილი. დღესდღეობით "ბოდოს" სერვისი ხელმისაწვდომია საბურთალოს, გლდანის და დიდი დიღმის მაცხოვრებლებისთვის. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ამ სიას დაემატება ვარკეთილი, ვაზისუბანი, ვაკე და სხვა უბნები.
"ბოდო" არ არის მიწოდების სერვისი, ეს არის სუპერმარკეტი, რომელიც გაწვდის პროდუქტებს სახლში. ახლო მომავალში "ბოდო" შესთავაზებს თავის მომხმარებელს მზა საჭმელებსაც და ასევე მედიკამენტებს.
დმიტრი ლობაჩ ამბობს, რომ "ბოდოს" ონლაინ სუპერმარკეტებში ფასებიც მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული, ხშირია ფასდაკლებების დღე თუ სპეციალური აქციები. ხოლო პროდუქციის ხარისხს, დღეში ორჯერ საგანგებოდ ხარისხის მენეჯერები ამოწმებენ.
"რაც მთავარია, ჩვენთვის ყველა შეკვეთა უნიკალურია და თუნდაც ერთი მისამართიდან რამდენიმე სხვადასხვა შეკვეთა დაფიქსირდეს, თითოეულ მათგანს, როგორც სუპერმარკეტის თანამშრომლები, "პიკერები" თუ კურიერები ცალ-ცალკე მიღებული შეკვეთის პრინციპით ემსახურებიან. ჩვენს სივრცეში განთავსებულია აფთიაქი, ასევე, მალე გაიხსნება მზა-კვების სექტორიც. "ბოდოს" "დარქ სთორების" ბაზარზე შემოსვლით, ვფიქრობ, თბილისში ნამდვილ, ევროპულ, ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას ვამკვიდრებთ", — გვეუბნება საუბრის დასასრულს კომპანია "ბოდოს" დამფუძნებელი.
ბოდოს აპლიკაციის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ.
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები