მილიარდერმა მორმონმა ეკლესია დატოვა და ლგბტქ ჯგუფს $600 ათასი გადაურიცხა
ფოტო: Rick Bowmer / AP | The Trade Desk
ჯეფ გრინმა, რომელიც იუტის შტატის უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა, უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, იგივე მორმონები, დატოვა. გრინმა ეკლესიის უხუცესს წერილი მისწერა და შეატყობინა, რომ "მისი აზრით, ინსტიტუტი ხელს უშლის მსოფლიოში ქალების, ლგბტქ და სამოქალაქო უფლებების, ასევე რასობრივი თანასწორობის განვითარებას".
გრინმა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიას ხელმძღვანელობს, ეკლესია არაფორმალურად რამდენიმე წლის წინ დატოვა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, უხუცესისთვის გაგზავნილ წერილში, მან უკვე ოფიციალურად მოითხოვა თავისი ანგარიშების წაშლა.
ბიზნესმენი დასძენს, რომ ეკლესიის წევრების უმეტესობა "კარგი ადამიანია და სიკეთის გაკეთებას ცდილობს", თუმცა, მისი აზრით, "ეკლესია ამჟამად მსოფლიოს აქტიურად აყენებს ზიანს".
"ეკლესიის ხელმძღვანელობა თავისი ისტორიის, ფინანსებისა და შეხედულებების შესახებ გულწრფელად არ საუბრობს", — წერს გრინი.
ამასთან ერთად, მან გადაწყვიტა, რომ ლგბტქ უფლებების მხარდამჭერი ჯგუფის, Equality Utah-ისთვის $600 ათასი გადაერიცხა. როგორც გრინი აცხადებს, გაღებული თანხის თითქმის ნახევარი იუტაში მცხოვრები ლგბტქ სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდება — მათაც, "ვისაც შესაძლოა უნდოდეს ან უწევდეს" თავისი ყოფილი სასწავლებლის, ბრიგემ იანგის უნივერსიტეტის დატოვება, რომელსაც მორმონთა ეკლესია აფინანსებს.
ლგბტქ ჯგუფი, რომელმაც გრინის დახმარება მიიღო, ბიზნესმენისადმი მადლიერებას გამოხატავს და დასძენს, რომ მათთვის თანამოაზრეების პოვნა ყოველთვის სასიხარულოა, მით უმეტეს, იუტის შტატში.
იუტაში ადგილობრივების 62 პროცენტი და შტატის კანონმდებლების 86 პროცენტი მორმონთა ეკლესიის წევრია, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას და ცოტა ხნის წინ ინიცირებულ თანასწორობის დადგენილებას — კანონპროექტს, რომელიც ლგბტქ ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციაში დისკრიმინაციისგან დაიცავს.
ამის მიუხედავად, ადგილობრივმა აქტივისტების ჯგუფებმა მაინც მოახერხეს კანონმდებლებთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთად მნიშვნელოვან ინიციატივებზე მუშაობა. 2015 წელს აქ მიიღეს კანონი, რომელიც დასაქმების პროცესში სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. თუმცა, რელიგიური ინსტიტუტები აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი აკრძალვა მათ რწმენას ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, 2017 წელს, შტატის გუბერნატორმა გააუქმა კანონი, რომელიც საჯარო სკოლებში ჰომოსექსუალობაზე საუბარს კრძალავდა. გასულ წელს აქ აიკრძალა ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპიაც.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ეკლესიის წევრი, რომელიც გარდაქმნის თერაპიის საქმიანობაში იყო ჩართულა, გეიდ დაქამინგაუთდა.
ამის მიუხედავად, შტატში ქვიარ ადამიანებისთვის მაინც ბევრი გამოწვევა არსებობს. მიმდინარე წელს, ბრიგემ იანგის უნივერსიტეტი ლგბტქ სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სასწავლებლად დასახელდა. უნივერსიტეტი ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობას კრძალავს და არ ცნობს ლგბტქ სტუდენტების გაერთიანებას.
რაც შეეხება გრინს, გარდა Equality Utah-ისთვის გაღებული თანხისა, იგი თავისი $5-მილიარდიანი ქონების 90 პროცენტზე მეტის საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯვას აპირებს.
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
კომენტარები