მეტავერსის ეპოქა დგება — აი, 4 კომპანია, რომელთა აქციებიც მასთან მიგაახლოებთ
ფოტო: Venture
მეტავერსი — ონლაინ სამყარო, სადაც ადამიანებს ვირტუალურ გარემოში შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია — დიდი ბიზნესისთვის საინტერესო გამოწვევაა.
"სამომავლოდ ბევრი კომპანია განაცხადებს მეტავერსის ქონის პრეტენზიას", — თქვა Mad Money-ის წამყვანმა, ჯიმ ქრეიმერმა CNBC-ის ეთერში.
მეტავერსის იდეას მრავალი კომპანია იკვლევს, თუმცა, მათ შორის, ქრეიმერი ოთხს გამოყოფს — მათ, ვინც ამ დროისთვის საქმეს საუკეთესოდ ართმევენ თავს.
Meta Platforms (FB)
ფოტო: Meta
არ იქნება გასაკვირი, თუ ამ სიის სათავეში ფეისბუქი აღმოჩნდება, რადგან ეს კომპანია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მსოფლიო მეტავერსზე აქტიურად ალაპარაკდა.
როგორც ცნობილია, ფეისბუქმა სახელის შეცვლის გადაწყვეტილებაც მიიღო და მეტა დაირქვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა წლიურად 6%-ით გაიზარდა და მესამე კვარტალში 2,91 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება კომპანიის აქციების ფასს, აქ წლიურად 24%-იანი ზრდა ფიქსირდება და 326 დოლარს აღწევს.
უნდა აღინიშნოს კომპანიის მცდელობაც, სოციალური მედიის მიღმა, შექმნას ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და ჭკვიანი სათვალეები. კომპანია მეტავერსს განიხილავს, როგორც არსებული სოციალური მედიისა და მომავლის ჰიბრიდს, რომელიც სამგანზომილებიან სამყაროსაც მოიცავს და ფიზიკურ რეალობასაც.
Nvidia (NVDA)
ფოტო: Nvidia
ბოლო ერთ წელში Nvidia-ს აქციების ფასი გაორმაგდა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ძლიერი გრაფიკული ჩიპებით არის ცნობილი, ქრეიმერი მასში მეტავერსის განვითარების პერსპექტივას ხედავს.
მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს კომპანიის ბოლო სამი თვის შემოსავალი წლიურად 50%-ით იყო გაზრდილი და რეკორდულ მაჩვენებელს 7,1 მილიარდ დოლარს აღწევდა.
მოსალოდნელია, რომ ზრდა გაგრძელდება. თუ მენეჯმენტის პროგნოზებს დავეყრდნობით, მიმდინარე კვარტალში კომპანიამ 7,4 მილიარდის შემოსავალი უნდა მიიღოს.
Roblox (RBLX)
ფოტო: Roblox
ეს კომპანია თამაშების დეველოპერია, რომელიც მომხმარებლებს კოდირების ცოდნის გარეშე თამაშების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
მესამე კვარტლის მონაცემებით, პლატფორმას 47,3 მილიონი საშუალო დღიური მომხმარებელი ჰყავდა, რაც წლიურად 31%-იან ზრდას ნიშნავს. შემოსავლები კი, ასევე წლიურად, 102%-ით არის გაზრდილი და $509,3 მილიონს აღწევს.
ქრეიმერს Roblox მოსწონს, რადგან ის, მისი აზრით, კომპანიას შიდა მეტავერსი უკვე გააჩნია.
კომპანიამ აქციებით ვაჭრობა მარტის თვეში, 69,5 დოლარით დაიწყო და ნოემბრამდე 140 დოლარამდე გაზარდა. არსებული მდგომარეობით კი, კომპანიის აქციები 100 დოლარად ივაჭრება.
Unity Software (U)
ვიდეოთამაშების პროგრამული უზრუნველყოფის ამ კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა ვიზუალური ეფექტების ფირმა, რომელმაც ავატარი და ბეჭდების მბრძანებელი გადაიღო.
მაისიდან ნოემბრის პერიოდში კომპანიას წარმატებული პერიოდი ჰქონდა, თუმცა ბოლო თვეებში გარკვეული შეფერხება შეინიშნება. კომპანიის ერთი აქცია 136 დოლარად იყიდება, რაც წლიურად 5,5%-ით არის შემცირებული.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ მესამე კვარტალში $286,3 მილიონიანი შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 43%-ით არის გაზრდილი. ასევე, Unity Software-მა სამჯერ, $34,2 მილიონამდე გაზარდა ე.წ ქეშ ფლოუ, ანუ ფულადი ნაკადების მოცულობა.
ინვესტირებაში გამოცდილი ექსპერტები საკუთარი პორტფელის დივერსიფიცირებისკენ მოგვიწოდებენ. როდესაც ბაზარზე მაღალი ვოლატილობაა, ინვესტორმა კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს — ეს პრინციპი იმ კომპანიებზეც ვრცელდება, რომლებიც მეტავერსს ნერგავენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
კომენტარები