ბიზნესის და აგრომეწარმეების #1 ქომაგი — როგორ ეხმარება VTB ბიზნესს განვითარებაში
ფოტო: ვითი
"ჩვენ გვაქვს დევიზი, რომ ლეჩხუმს მსოფლიოს გავაცნობთ და სოფელ ქორენიშს ტურისტულ ლოკაციად ვაქცევთ", — ამბობს ტურისტული სახლი ქორენიშვილის ვერანდის დამფუძნებელი, ლევან ხმელიძე.
ლევანს ამ მიზნის მიღწევაში ბიზნესის #1 ქომაგი, VTB ეხმარება. ბანკმა აგრომეწარმეების დასახმარებლად 1 600-ზე მეტი პროექტი დააფინანსა და ასეულობით მილიონი ლარი გაიღო რეგიონში არსებული ბიზნესების დასახმარებლად.
რეგიონების განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კოვიდპანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ მათ მიაყენა, ვისაც კრიზისულ სიტუაციებთან გასამკლავებლად შესაბამისი რესურსები არ ჰქონდათ. ამ დროს იკვეთება დიდი კომპანიების როლი, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებაში. ამ მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ VTB-მ რეალურად მოიპოვა ქართული ბიზნესის დიდი ქომაგის სტატუსი.
ბანკის ხელშეწყობით საქართველოში არაერთმა ბიზნესმა მოახერხა, რთული წლის შემდეგ ძალები აღედგინა და მომხმარებელს დაბრუნებოდა. ამასთან, VTB ბევრ ახალბედა მეწარმესაც დაეხმარა პირველი ნაბიჯების გადაგმაში.
ილუზიების მუზეუმი, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ელიზიუმი — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილი ობიექტებისა, რომლებმაც ბანკის მხარდაჭერა მიიღეს.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, VTB-ისთვის პრიორიტეტულია რეგიონში არსებული ბიზნესებისა და იქ მოღვაწე მეწარმეების დახმარებაც. ამ მიზნით დეკემბრის დასაწყისში ბანკმა აგრომეწარმეების კვირეულიც კი წამოიწყო.
კვირეულის ფარგლებში ვითიბიმ ერთგვარი გასტროტური მოაწყო და ცნობილ შეფმზარეულებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგრომეწარმეებს ესტუმრა. ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა — ერთი მხრივ, ადგილობრივი ბიზნესების საქმიანობის, მეორე მხრივ კი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მემკვიდრეობის გაცოცხლება.
წინაპრების აღდგენილი საქმიანობა
"ლეჩხუმი ის ადგილია, სადაც მე ჩემი თავი ვიპოვე", — აცხადებს ლევან ხმელიძე — "ხუთი წლის წინ დავბრუნდი სოფელში და ხელი მოვკიდე მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებას, რასაც ჩემი ოჯახი 1885 წლიდან აკეთებს; ბაბუაჩემის ბაბუამ, კოწია ხმელიძემ, ჩაუყარა საფუძველი იმ დიდ საქმეს, რომელსაც ახლა ხმელიძეების მარანი ჰქვია".
ხმელიძეების მარანი ერთ-ერთი იშვიათი საწარმოა ლეჩხუმში, რომელიც საქართველოს გამორჩეული და მდიდარი ტრადიციების მქონე ისტორიული მხარეა. თუმცა, ტრადიციები და ჩვეული საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როცა რეგიონი იცლება, ხოლო დარჩენილ ადამიანებს საჭიროებებზე წვდომა არ აქვთ. სწორედ აქ გამოჩნდა VTB-ის როლი. ბანკის დახმარებით მცირე სასტუმროში ნომრების დამატება გახდა შესაძლებელი, ამასთან ადგილობრივმა მეწარმემ ვითიბის დაფინანსებით მეღვინეობის და მეფუტკრეობის ბიზნესის გაფართოებაც შეძლო.
ლევან ხმელიძე
ფოტო: ვითიბი
"მინდა გამოვხატო ეს მადლიერება", — დასძენს ლევანი, — "რომ არა VTB ბანკი, ამ შემთხვევაში, ჩვენი სწრაფი განვითარებაც არ იქნებოდა შესაძლებელი".
ამ ხელშეწყობით ხმელიძემ წინაპრების საქმიანობის გაგრძელება შეძლო და ბებია-ბაბუის აშენებულ სახლში მცირე სასტუმრო მოაწყო. სასტუმროს დატვირთვის ზრდასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი საჭიროებებიც, რომელთა შესრულებაშიც სოფელში დაბრუნებულ მეწარმებს მეზობლები დაეხმარნენ. ამგვარად, ადგილობრივებსაც მიეცათ წარმოებული პროდუქციის რეალიზების საშუალება. ეს პრეცედენტი მოწმობს, როგორ შეუძლია მცირე ბიძგსაც კი განვითარების ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა.
სანდო პარტნიორის მნიშვნელობა
"ერთია, მოიფიქრო საქმე განსახორციელებად, მეორეა — მოიზიდო ფინანსები — რისთვისაც სანდო პარტნიორია საჭირო", — აფასებს Park Resort Mtirala-ის დამფუძნებელი, ჯემალ კონცელიძე, — "ასეთ პარტნიორად ბანკი მოგვევლინა, რომლის დახმარებითაც ორი წლის წინ გავაკეთეთ ახალი ობიექტი, Park Resort Mtirala, ახალი რესტორანი და ახალი სასტუმრო".
ზიპლაინიდან კვადროციკლების ტურამდე აქ დღეს ყველაფერია, რითიც შეიძლება დამსვენებელი გაერთოს. თუმცა, თითქმის 10 წლის წინ, როცა ჯემალი აქ ჩამოვიდა, ადგილზე ფაქტობრივად არაფერი იყო. ოჯახისა და ადგილობრივი მოსახლეების დახმარებით მან ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ლოკაციის შექმნა შეძლო.
ქორენიშის სასტუმროს მსგავსად, Park Resort Mtirala-მაც ხელი შეუწყო ადგილობრივების საქმიანობის წახალისებასა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტის რეალიზებას; რესტორანში ხომ ადგილზევე მოყვანილ ნატურალურ პროდუქტებს იყენებენ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი სასიკეთო საქმეს აკეთებს, როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის", — ამატებს ჯემალი, — "მომავალში უფრო მეტ ამბიციურ პროექტს განვახორციელებთ ჩვენს პარტნიორ ბანკთან ერთად".
ჯემალ კონცელიძე
ფოტო: ვითიბი
ამაში დარწმუნებულია პარტნიორი ბანკიც, რომელიც ქართული ბიზნესის მხარდაჭერაზე დიდ იმედებს ამყარებს.
"გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული ბიზნესის პოპულარიზაციაში და განვითარებაში", — აღნიშნავს VTB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი, — "ამასთან, ეს, ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს".
პარტნიორულ ურთიერთობებში კი, რასაკვირველია, მხარდაჭერილი ბიზნესებისა და VTB-ის კავშირი იგულისხმება. ძლიერი ბიზნესსექტორი ქვეყანაში ბიზნეს ეკოსისტემას, შესაბამისად, აქ არსებულ ურთიერთობებსაც აჯანსაღებს, ქმნის კონკურენტულ სივრცესა და კონკურენტუნარიან მეწარმეებს.
"ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერიბასა და ეკონომიკური განვითარებისკენ", — დასძენს არჩილი.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები