კვალიფიკაცია ვერ გაიზომება "ათასწლიანი" გამოცდილებით — ლემონს ჯგუფის დამფუძნებელი ირა მელიმონაძე
21-ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეგვცვალა არამხოლოდ ჩვენ, ადამიანები, არამედ შეცვალა სამუშაო სისტემები, გარემო და კვალიფიკაციის გაგებაც კი.
ლემონს ჯგუფის დამფუძნებლისა და ბიზნეს განვითარების კონსულტანტის, ირა მელიმონაძის აზრით, პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია უნდა იზომებოდეს არა მრავალწლიანი გამოცდილებით, არამედ იმით, თუ რა აქვს ამა თუ იმ პიროვნებასა თუ ორგანიზაციას მიღწეული. მისივე შეხედულებით, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, განვითარდნენ სასურველ კომპანიებში და მათი დასაქმებისას აუცილებელ კრიტერიუმად არ უნდა იყოს მოთხოვნილი სამუშაო წლების რაოდენობა.
"ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში ადამიანები გაცილებით სწრაფად უღებენ ალღოს სიახლეებს, ახალ პროფესიებს თუ გამოწვევებს, რაც პიროვნების კარიერულ კიბესა თუ ბიზნეს საქმიანობაში პირდაპირპროპორციულად აისახება. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, თითქოს, რაც უფრო მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადამიანს, მით მეტად მაღალია მისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონე, ეპოქის მოთხოვნებთან შეუსაბამობაში მოდის", — ამბობს ირა.
ფოტო: ლემონსი
მისი თქმით, დღეს, ტექნოლოგიურად განვითარებულ სფეროებში, ერთ, ორ ან თუნდაც ხუთ წელიწადში, შესაძლებელია, ბევრად უფრო განვითარებული და მაღალკვალიფიციური ადამიანი გახდე, ვიდრე ის პირი, რომელსაც ამ თუ იმ სფეროში 25 წლის გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მრავალწლიანი გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის ინდიკატორად ვერ ჩაითვლება.
"მე ვთვლი, რომ უნდა დასრულდეს მიდგომა, რომლის მიხედვით ადამიანების კვალიფიკაცია ნამუშევარი დღეებისა და წლების მიხედვით ფასდება. თანამშრომლების, პარტნიორებისა თუ დამკვეთი ორგანიზაციების შეფასება და მოძიება უნდა დავიწყოთ არა იმის მიხედვით, თუ რამდენი წელია ოპერირებენ ბაზარზე ან მუშაობენ ამა თუ იმ სფეროში, არამედ თუ რა არის მათი ძირითადი ღირებულება, რა არის მათი მიღწევები და რა არის მათი ყველაზე დიდი შეცდომა", — ამბობს ლემონს ჯგუფის დამფუძნებელი ირა მელიმონაძე და დასძენს, რომ გამოცდილება, წლებთან ერთად, არის შინაგანი მდგომარეობა, ზრუნვა და პიროვნული თუ კარიერული განვითარებისკენ სწრაფვა, რომელთა უქონლობის შემთხვევაში, რამდენწლიანი გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ის კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.
"რომ შევადაროთ ორი ტიპის ადამიანი — ერთი შედარებით ნაკლები წლების სტაჟით, რომელიც ხასიათდება მაღალი შინაგანი განვითარების სწრაფვით და მეორე — მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც არ აქვს შინაგანი მოტივაცია, იყოს სიახლეებზე და ცვლილებებზე ორიენტირებული და ერთადერთ კარიერულ ღირსებად განვლილი წლები მიაჩნდეს, ვფიქრობ, ამ ორ ადამიანს შორის უპირატესობა უნდა მიენიჭოს პიროვნებას, რომელიც ცვლილებებისთვის, შეცდომების დაშვებისთვის და ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებისთვის არის მზად".
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესმა და მასში ჩართულმა ადამიანებმა აღიარონ, გააცნობიერონ შეცდომები, რათა ეს უარყოფითი გამოცდილება პოზიტიურ გამოცდილებად გარდაქმნან სამომავლო საქმიანობებში.
"ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები თავიანთი საქმის განხორციელებაში, აუცილებლად ექნებათ პატარა თუ დიდი ხარვეზები, მომხმარებლებმა ამის გაგება და გაანალიზება უნდა შეძლონ, ბიზნესმა კი ამ შეცდომების გამოაშკარავება და მასზე ხმამაღლა საუბარი უნდა დაიწყოს. ნებისმიერ საქმიანობასა და კომპანიაში გაცილებით საინტერესოა ე.წ. ბნელი მხარეები, რომლებსაც მალავენ, თითქოს ერთგვარი ატომური ბომბი იყოს. რომ დავაკვირდეთ, ის კომპანიები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე და ამ გამოცდილებისგან მიღებულ უარყოფით და დადებით შედეგებზე საჯაროდ საუბრობენ, გაცილებით სწრაფად განვითარებულნი არიან, ვიდრე კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მხოლოდ გასაყიდი პროდუქტების წარმოჩენასა და მიღწეული წარმატების საზოგადოების წინაშე ილუსტრირებაზე".
შესაბამისად, ირას აზრით, ჯერ კიდევ დილემად რჩება ქართულ ბიზნესში საკუთარ ნაკლსა და შეცდომებზე დუმილი და საკუთარი თავის მხოლოდ იდეალურ ჭრილში წარმოჩენა. ის ფიქრობს, რომ შეცდომებისა და ხარვეზებისადმი ლოიალური დამოკიდებულება, ალბათ, მათ რაოდენობასაც და შედეგების გავლენასაც შეამცირებს.
"თუ კომპანიები, პარტნიორები და ზოგადად, ადამიანები გახდებიან უფრო შემწყნარებლები შეცდომების მიმართ, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ ხვალ და ზეგ ის ადამიანები, რომლებიც იმ საქმეს აკეთებენ, რაც ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. იმის თქმა, რომ უშეცდომო ვარ და ყველა წარმატებული პროექტები მაქვს, პირველი ნიშანია იმისა, რომ საქმე გვაქვს თაღლითთან, ან მატყუარასთან, ან შეგნებულად გადაფარულ ამბებთან. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანია, გავაკეთო მარტივი იდენტიფიცირება ადამიანზე, რომელიც მე მესაუბრება ამა თუ იმ საქმეზე".
აქვე, ირა მელიმონაძე კომპანია ლემონსის ისტორიას იხსენებს. კომპანიას, რომელსაც მიმდინარე წლის 23 დეკემბერს 10 წელი უსრულდება, თავისი არსებობის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ჰქონდა შეცდომები, თუმცა სწორედ დაშვებული შეცდომების გაანალიზებამ და პარტნიორების მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მისცა ლემონსს სტიმული, ებრძოლა განვითარებისთვის, რის შედეგადაც კომპანიამ ბევრ ბიზნესს არაორდინარული სიახლე შესთავაზა და ბაზარზე თავი დაიმკვიდრა.
"მოვუწოდებ დამსაქმებლებს, ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენლებს, მოისმინონ ახალი თაობის, ნაკლებად გამოცდილი ადამიანების იდეები, მიიღონ მათი გამოწვევები და მისცენ საშუალება, დაუშვან შეცდომები ისე, რომ ამ შეცდომებზე რეაგირება და პასუხისმგებლობა ასწავლოს მათ თავად საქმემ.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მრავალწლიანი გამოცდილება ძალიან ბევრი შეცდომისა და ეკლიანი გზის საფასურია და მხოლოდ ამით შეიძლება შევაფასოთ კვალიფიკაციის და გამოცდილების ნაწილში წლები. მაგრამ, თუ ადამიანი არის აქტიური, შრომისმოყვარე, სიახლესა და განვითარებაზე ორიენტირებული და თუნდაც ნაკლები წლების გამოცდილება ჰქონდეს, ვთვლი, რომ ახალმა ხედვამ და ძალამ შეიძლება, ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირი გვერდს აუვლიდა და ხელს არ მოჰკიდებდა".
გასული წლების განმავლობაში, ლემონსმა და მისმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილების არქონისა, მონდომება, შრომა, პრინციპულობა და ნოვატორული იდეები, შესაძლებლობას იძლევა, კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე. ლემონსის მომსახურებით სარგებლობენ: სამშენებლო კომპანია ალფა, მწვანე უბანი ლისთან, სოლუმ დეველოპმენტი, Aliya Group და სხვ. გარდა ამისა, მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტებისა, პანდემიურ პირობებში კომპანიამ ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტი წამოიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში, ლემონსმა 15-მდე სტარტაპი, ლოგო და ბრენდბუქი დააფინანსა. "მილიონი თანადაფინანსების" პროექტის ფარგლებში კი, დაფინანსდა 3 კომპანია.
როგორც ლემონს ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა სხვადასხვა კონკურსზე, მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების უქონლობის გამო, ლემონსისთვის გამარჯვება არ მიუნიჭებიათ, თუმცა ეს კომპანიისთვის დამატებითი სტიმული იყო, რომ გაასმაგებული ძალებით ებრძოლა საკუთარი მიზნებისთვის.
"გვინდა, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ რთულად, სხვას გაუადვილდეს და ეს მიდგომა შეიცვალოს", — დასძენს ირა მელიმონაძე.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
კომენტარები