"ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
"ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მეშვეობით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. "ნიკორა ჯგუფთან" თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით IV ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. ობლიგაცია მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე — TIBR, რითიც მხარეები TIBR-ის პოპულარიზაციასა და კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე მის დამკვიდრებას უწყობენ ხელს.
კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Rating-ისგან მიიღო და ის B+ (Stable) დონით განისაზღვრა.
ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
"ნიკორა ტრეიდი კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს. კომპანია მოზიდულ სახსრებს ქსელის გაფართოებისთვის იყენებდა. ახალი ემისიის მიზანიც იგივეა, მოზიდულ რესურსი ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნას მოხმარდება და საშუალება მოგვეცემა ჩვენს მომხარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ, რაც ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ჩვენი სუპერმარკეტების სერვისით. ასევე, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ლარში დენომინირებული ობლიგაციები სასესხო კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს, რაც ვალუტის მერყეობის ფონზე, კომპანიას უფრო მდგრადს ხდის. ყოველ ემისიაზე მოზიდული რესურების მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნული კი კომპანიის მაღალი გამჭვირვალობითა და საოპერაციო შედეგებითაა განპირებებული. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ", — დავით ურუშაძე, სს "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.
"ჩვენი ჩართულობით განთავსებული რიგით IV ემისია, თიბისი კაპიტალისა და "ნიკორას" წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ TIBR-ზე მიბმული ინდექსი, კომპანიას და ინვესტორს შესაძლებლობას აძლევს რეალურ ფასში განსაზღვრულ ფასიან ქაღალდში განახორციელონ ინვესტირება. "ნიკორა" ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა და მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ აღნიშნულ ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები