5 ნაბიჯი ლამინატის სწორად შესარჩევად
თანამედროვე ლამინატი ერთ-ერთი პოპულარული, უნივერსალური და იაფი საფარია სახლისა და ოფისის იატაკისთვის. ამ მასალის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად სულაც არ არის საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. არადა, ამ არჩევანის წინაშე დღეს ბევრი ჩვენგანი დგას, ვინაიდან რემონტების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.
სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ "ნოვას" მენეჯერები კვალიფიციურ რჩევებს აძლევენ მომხმარებლებს, რათა ზუსტად ის ლამინატი შეიძინონ, რომელიც მათ სივრცეში ყველაზე პრაქტიკული იქნება, ფართობის დანიშნულებიდან გამომდინარე. მოდით, გადავხედოთ "ნოვას" კონსულტანტების რჩევებს და იმ მითებსაც, რომლებიც ლამინატს უკავშირდება.
- უცვეთელობის კლასი
- სისქე და მისი თავისებურებები
- რომელი მწარმოებელი შევარჩიოთ
- დაგება თბილ იატაკზე
- 5 მითი ლამინატის შესახებ
უცვეთელობა
მაშ ასე, დავიწყოთ უცვეთელობის კლასით. "ნოვაში" წარმოდგენილია სხვადასხვა კლასის ლამინატები.
მათ შორის 31 და 32 კლასის ლამინატი საცხოვრებელ ფართებზეა გათვლილი, სადაც დაბალი და საშუალო ინტენსივობის გამავლობაა. ესაა საძინებელი, მისაღები ოთახი, დერეფანი, სამზარეულო, ბავშვის ოთახი და სხვ.
33 და 34 კლასები – განკუთვნილია ოფისებსა და კომერციულ ფართებში დასაგებად, სადაც იატაკზე დიდი დატვირთვა მოდის.
"ნოვას" კონსულტანტები გვირჩევენ, რომ, სანამ ლამინატის კლასს მივაქცევდეთ ყურადღებას, ჯერ მასალის სიმკვრივეს, სისქესა და ზედაპირის დამუშავების ხარისხს დავაკვირდეთ. ეს იმიტომ რომ სხვადასხვა მწარმოებლების 32 და 33 კლასის ლამინატებს შესაძლოა, სიმკვრივის თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდეს.
სიმკვრივე და სისქე
ეს პარამეტრები კომპლექსურ განხილვას საჭიროებს. ყველაზე სქელი ლამინატი სულაც არ ნიშნავს ყველაზე კარგს.
"ნოვას" დახლებზე წარმოდგენილი ლამინატების სისქე 7-დან 12 მილიმეტრამდეა. რაც უფრო სქელ ლამინატს დააგებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ქუსლებით სიარულის, ან რაიმე ნივთის დავარდნის ხმა. სქელ ლამინატზე სიარული უფრო სასიამოვნოა და ის მეტადაც წააგავს ნატურალური ხის იატაკს.
რაც შეეხება ლამინატის ფილების სიმკვრივეს, ის თქვენი ფართის დანიშნულების შესაბამისად უნდა შეირჩეს. მაგალითად, სამზარეულოსა და დერეფნისთვის 900-გრამიანი და მეტი სიმკვრივის მასალა უნდა შეიძინოთ.
ასევე, გასათვალისწინებელი გაქვთ ნესტი და წყალგამძლეობა. "ნოვაში" ძირითადად ცვილით დამუშავებული ლამინატები იყიდება, რაც ძალიან კარგად იცავს მას სინესტისგან.
მწარმოებლის შერჩევა
"ნოვაში" წარმოდგენილი ლამინატები ევროპული სტანდარტებით მომუშავე საწარმოებშია შექმნილი. ეს საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაშია დისლოცირებული – როგორც ევროკავშირში, ისე თურქეთში, ჩინეთსა და სხვაგან. ამ შემთხვევაში ISO სერტიფიკატი წარმოების მაღალი ხარისხის გარანტად გვევლინება.
თბილი იატაკი და ლამინატი
თბილ იატაკზე ლამინატის დაგებას თუ გეგმავთ, "ნოვას" სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობენ:
- ლამინატი მხოლოდ წყლითა და ელექტროენერგიით გამთბარ იატაკებზე უნდა დააგოთ
- იატაკის ქვეშ აუცილებლად დააგეთ სპეციალური საფენი
- დააყენეთ თერმორეგულატორი და იატაკი 27 გრადუსზე მეტად არ გაათბოთ. იატაკის გათბობა და გაგრილება თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა უეცრად არ შეიცვალოს ტემპერატურა
- თბილი იატაკისთვის რაც შეიძლება თხელი ლამინატი შეარჩიეთ, რადგან ეს მასალა მაღალი თბოგამტარობით ხასიათდება.
ახლა კი მითები დავანგრიოთ:
"ლამინატის ყველა ფიცარზე ერთი და იგივე ნახატი მეორდება" — არც მთლად ასეა. თუ "ნოვას" დახლებზე წარმოდგენილ თანამედროვე კოლექციებს გადავხედავთ, თითოეულ პარტიაში ბევრ უნიკალურ ნახატს შეხვდებით, რათა იატაკი უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
"ლამინატის დაგება სამზარეულოსა და დერეფანში არ შეიძლება" — ეს მოძველებული მოსაზრებაა. წარმოების ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ცვეთა- და ნესტმედეგი ლამინატის დაგება თავისუფლად შეიძლება სამზარეულოშიც და დერეფანშიც.
"ლამინატი ძალიან ხმაურიანი საფარია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ“ — სპეციალური საფენებისა და სისქის მეშვეობით მარტივად ხდება ხმაურის ჩახშობა.
"თუ ლამინატი დაზიანდება, ან დაიკაწრება, მთელი იატაკის შეცვლა მომიწევს" — დღეს უკვე არსებობს სარესტავრაციო ცვილი და დაზიანებული ლამინატის შეკეთებისთვის 30 წუთიც საკმარისია.
ეს რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია. თუ ხარისხიანი ლამინატის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, სხვა დეტალებზე უკვე "ნოვას" მაღალკვალიფიციური კონსულტანტები გაგესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მასალის ყიდვა მეგაცენტრში ონლაინრეჟიმშიც შესაძლებელია.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები