რა იწვევს "სიმსუქნის ეპიდემიას" ბავშვებში?
ფოტო: Shutterstock
იცოდით, რომ თითქმის ათეული წელია, მსოფლიოში "სიმსუქნის ეპიდემია" მძვინვარებს? 2016 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამაოგნებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 5-19 წლამდე მოსახლეობიდან, 340 მილიონი მოზარდი მიდრეკილია სიმსუქნისკენ ან ჭარბწონიანია. მზარდი ტენდენცია სურათს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის; სწორედ ამიტომ, თითოეული მშობლის ინტერესია, არ გამორჩეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიმპტომები და დროულად მიმართოს შესაბამისი პროფილის სპეციალისტს.
5-19 წლამდე მოსახლეობიდან, 340 მილიონი მოზარდი მიდრეკილია სიმსუქნისკენ ან ჭარბწონიანია.
პრობლემის კომპლექსურობა რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ სიმსუქნე დაავადებაა და მისი მკურნალობის პროცესში შესაძლოა ჩაერთოს: ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, პედიატრი, ფსიქოთერაპევტიც კი.
დღევანდელ სტატიაში, გვსურს მოკლედ გაგაცნოთ ბავშვებში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის ძირითადი მიზეზები:
გენეტიკური განწყობა
ოჯახის ანამნეზი მთელ რიგ დაავადებებთან მიმართებით ასრულებს მნიშვნელოვან როლს. გამონაკლისი არც ჭარბი წონისკენ მიდრეკილებაა. მეტიც, სამედიცინო კვლევების ნაწილი ამტკიცებს, რომ 5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში, სწორედ მემკვიდრეობითი ფაქტორით არის განპირობებული მაღალი BMI (სხეულის მასის ინდექსი) ბავშვებსა და მოზარდებში.
ნებისმიერი ბავშვი მაგალითს, სწორედ ოჯახის წევრებისგან იღებს. შესაბამისად, თუ მათი რაციონი არაჯანსაღი საკვებით არის დაკომპლექტებული, სავარაუდოდ ბავშვიც ამ მიმართულებით აკეთებს არჩევანს.
ძილის მოუწესრიგებელი რეჟიმი
გვიან დაძინება, ხშირად შეწყვეტილი ძილი, მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი შესაძლოა, სისხლში ინსულინის დონის ზრდის მაპროვოცირებელი იყოს. პედიატრები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვის დაწოლამდე 30 წუთით ადრე, სასიამოვნო რიტუალი ჩაატარონ. რეკომენდებულია ყოველგვარი ელექტრონული ხელსაწყოს გადადება, თბილი აბაზანა და საყვარელი ზღაპრის წაკითხვა. ეს ბავშვს განაწყობს მოდუნებისკენ, სიმშვიდისა და სრულფასოვანი ძილისკენ.
Official Journal of the American Academy of Pediatrics-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2-6 წლამდე ბავშვებს, რომლებიც 21:00-ის შემდგომ იძინებდნენ, გაცილებით მაღალი BMI ჰქონდათ, ვიდრე ნორმალური ძილის რეჟიმის მქონე თანატოლებს.
არასწორი კვება
ვიცით, რომ მარტივი ჭეშმარიტებაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი კვებითი ღირებულების მქონე, მაღალკალორიული, ვიტამინებისგან დაცლილი პროდუქტების ყოველდღიური მიღება სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს პატარების ჯანმრთელობას. დიახ, სწრაფი კვება გემრიელია, თუმცა არანაირი სარგებლის მომტანი არ არის ორგანიზმისთვის.
როგორც ცნობილია, აუცილებელია კალორიების მიღება დაბალანსებული კვებით. თუკი სხეულის მასის კლებაა მიზანი, მიღებული საკვების კალორიები ნაკლები უნდა იყოს დახარჯულზე.
ენდოკრინული პრობლემები
ენდოკრინოლოგიურ დარღვევათა ნაწილი, შესაძლოა სიმსუქნის გამომწვევ რისკ-ფაქტორად მივიჩნიოთ, მაგალითად: არასწორად მართული შაქრიანი დიაბეტი, D ვიტამინის ნორმალური დონის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და სხვა.
სიმსუქნისა და ჭარბი წონის ნიშნები მარტივად ამოცნობადია:
- სხეულის მასის სწრაფი, უმიზეზო მატება;
- ჩვილობის ასაკიდან სიმსუქნე;
- სასქესო ჰორმონალების დისბალანსის ნიშნები (მაგალითად: ჭარბთმიანობა, მომატებული ოფლიანობა, მესნტრუალური ციკლის დარღვევები);
- სიმაღლეში ზრდის შეფერხების ფონზე განვიტარებული სხეულის მასის მატება, სტრიების გაჩენა.
პრობლემამ განსაკუთრებით იჩინა თავი კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ამიტომ, თუ ეჭვი აღნიშნულ პათოლოგიაზე გაქვთ, საჭიროა დროულად დაგეგმოთ ვიზიტი ბავშვთა ენდოკრინოლოგთან.
ცხოვრების არააქტიური რეჟიმი
სამწუხაროდ, ვიდეო და კომპიუტერული თამაშების ეპოქაში, მეგობრებთან ერთად სეირნობა და ეზოში გართობა ჯდომითმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. ამ დროს ენერგია არ იხარჯება, სამაგიეროდ იღვიძებს მადა და არაჯანსაღი „კალორიების“ მიღების სურვილი. სპორტით დაკავება და სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობის გაზრდა, გაცილებით პროდუქტიულია ორგანიზმისთვის და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის!
ყველა მშობლისთვის საგულისხმოა, რომ სიმსუქნე ბავშვობასა და ჩვილობაში, სამომავლოდ ქმნის სერიოზულ რისკებს ორგანიზმისთვის. მოზრდილობაში სიმსუქნის პერსისტენციამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ გართულებებებთან, როგორიცაა: მეტაბოლური სინდრომი, ქოლესტერინის ცვლის დარღვევები, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, ღვიძლის გაცხიმოვნება.
სხეულის მასის სიჭარბის ან სიმსუქნის ნიშნების გაჩენისთანავე, საჭროა მოხდეს კვების რაციონის და რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის რეჟიმის ოპტიმიზიაცია, ექიმთან დროული ვიზიტით კი ხდება საჭირო კვლევების ჩატარება და პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
სამედიცინო ცენტრი "ციტო" გთავაზობთ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას, ულტრაბგერითი, თანამედროვე ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრულ სპექტრს.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა


კომენტარები