შეჯახების პროცესში მყოფი ორი უზარმაზარი გალაქტიკა
ფოტო: NASA Chanda X-Ray Observatory/Hubble Space Telescope
მეცნიერებმა ჩანდრას რენტგენული ტელესკოპის გამოყენებით ცხელი აირის უზარმაზარი ღრუბელი შეისწავლეს, რომელიც გარს აკრავს ორ დიდ, შეჯახების პროცესში მყოფ გალაქტიკას. აირის ამ უჩვეულოდ დიდი რეზერვუარის მასა ჩვენი მზის მასას 10 მილიარდჯერ აღემატება, 300 000 სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული და გამოსხივების ტემპერატურა 7 მილიონი გრადუსია კელვინით.
ეს გიგანტური აირის ღრუბელი, რომელსაც მეცნიერები ჰალოს უწოდებენ, მოთავსებულია სისტემა NGC 6240-ში. ასტრონომებმა დიდი ხნის მანძილზე იცოდნენ, რომ NGC 6240 ჩვენი ირმის ნახტომის ზომის ორი სპირალური გალაქტიკის შეჯახების ადგილია. თითოეული გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია. ეს შავი ხვრელები ერთმანეთს საბოლოოდ შეერწყმებიან, შედეგად კი უფრო დიდი შავი ხვრელი წარმოიქმნება.
გალაქტიკებს შორის შეჯახებების სხვა შედეგი ის არის, რომ თითოეულ გალაქტიკაში არსებული აირები ერთმანეთს შეერია. ამან კი გამოიწვია ახალი ვარსკვლავების ჩამოყალიბების ბუმი, რომელიც, სულ ცოტა, 200 მილიონი წელიწადია გრძელდება. ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დროს, ყველაზე მასიური ვარსკვლავები სწრაფად განვითარდნენ და შედარებით სწრაფად აფეთქდნენ ზეახლებად.
ამ კვლევაში ჩართული მეცნიერების თქმით, ზეახლების აფეთქებების სიმრავლემ მიმოფანტა მნიშვნელოვანი ელემენტების (როგორებიცაა: ჟანგბადი, ნეონი, მაგნიუმი და სიცილიუმი) შედარებით მაღალი რაოდენობა ახლადშერწყმული გალაქტიკების ცხელ აირებში. მკვლევრების თქმით, მონაცემები გვეუბნება, რომ ეს გამდიდრებული აირი ნელ-ნელა გაფართოვდა და შეერია უფრო ცივ აირს, რომელიც უკვე იყო იქ.
ხსენებული ბუმის დროს, ვარსკვლავების წარმოქმნის მოკლე პროცესებიც მოხდა. მაგალითად, ბოლოდროინდელი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები 5 მილიონი წლის განმავლობაში გრძელდება (დედამიწის დროში თუ გადავიყვანთ). თუმცა, კვლევის ავტორები არ თვლიან, რომ ეს ცხელი გაზი მხოლოდ ამ მოკლე პროცესებმა გამოიწვია.
რა ბედი ელის NGC 6240-ს? დიდი ალბათობით, ორი სპირალური გალაქტიკა ერთ ახალგაზრდა ელიფსურ გალაქტიკას ჩამოაყალიბებს მილიონობით წლების მანძილზე. თუმცა, უცნობია, ცხელი აირების რა რაოდენობას შეინახავს ეს ახლად წარმოქმნილი გალაქტიკა, თუ არ მიმოიფანტა კოსმოსში. მიუხედავად ამისა, ეს შეჯახება გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ შევხედოთ იმ მოვლენის შედარებით ახლო ვერსიას, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო ადრეულ სამყაროში, როდესაც გალაქტიკები ბევრად უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და უფრო ხშირად ერწყმოდნენ ერთმანეთს.
ამ ახალ კომპოზიტურ სურათში ჩანდრასგან მიღებული რენტგენის სხივები, რომლებიც ცხელ გაზს გამოსახავს, იისფრადაა გამოსახული. ეს მონაცემები გაერთიანდა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადმოგზავნილ ოპტიკურ მონაცემებთან, რომლებიც აჩვენებს შეჯახების პროცესში მყოფი გალაქტიკების გრძელ გრავიტაციულ კუდებს (სურათის მარჯვენა ნაწილსა და ძირში).
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა


კომენტარები