PHR ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეს ჩამოშორდა
ფოტო: CNN
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეს ჩამოშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაცია საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა. მათი ცნობით, სწორედ ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა ორგანიზაცია სისხლის სამართლის საქმეს.
"მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენგან რაიმე წინარე პირობა იმისა, რომ ჩაგვეთვალა, ჩვენ შორის თანამშრომლობა შეწყდებოდა არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულ მიზეზზე, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ", — გვითხრა PHR-ის იურისტმა, ანა თავხელიძემ.
პარალელურად, PHR-მა ის დარღვევები გაასაჯაროვა, რომელიც საქმეში მათი ჩართულობის დროს აღმოაჩნიეს და რეაგირება მოახდინეს. კერძოდ:
- PHR-მა მოითხოვა საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან იურისტების თქმით, მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები ნინი ცეცხლაძის დასაცავად. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას;
- PHR-მა რამდენჯერმე მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა PHR-ის თქმით, აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია;
- PHR-მა განცხადებით მიმართა საქმისმწარმოებელ პროკურორს და მოითხოვა ნინი ცეცხლაძის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ იყო ფიზიკური ძალის გამოყენება და საქმეშია არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა, PHR-ის საქმიდან ჩამოშორების დროისთვის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა;
- PHR-ის განცხადებით, მათი ჩართულობით საქმეში გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის;
- PHR, საქმეში მტკიცებულებების გათვალისწინებით, ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა ნინი ცეცხლაძის მიმართ. თუმცა მათი განცხადებით, ამ დრომდე ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.
PHR-ის შეფასებით პროკურორმა, გამომძიებელმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინი ცეცხლაძის დასაცავად, არ მიიღეს შემდეგი სავალდებულო ზომები. კერძოდ ორგანიზაციის იურისტების განცხადებით:
- არ მოხდა მტკიცებულებების საწყის ეტაპზევე შეგროვება, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვა, ნინი ცეცხლაძის ტანსაცმლის ამოღება, გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა ნინი ცეცხლაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
- ნინი ცეცხლაძე გამოიკითხა რამდენჯერმე, ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოში, ადვოკატისა და ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე;
- გამოძიებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის დადგენის მიზნით;
- გამოძიებამ იგნორირება მოახდინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სადაც ექსპერტები ნინი ცეცხლაძის მონათხრობზე დაყრდნობით უთითებდნენ, რომ სექსუალური აქტი განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
- გამოძიებამ გაუმართლებლად დააყოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
- გამოძიებამ არ უზრუნველყო ნინი ცეცხლაძის დაცვის მიზნით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის სახით;
- ნინი ცეცხლაძეს არ მიეწოდა შესაბამისი დამხმარე, სარეაბილიტაციო სერვისები სახელმწიფოსგან და სხვა.
"ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე ცხადი დასტურია საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის სისუსტის. ის მიუთითებს არსებით, სისტემურ პრობლემებზე, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ სრულყოფილი რეფორმის გზით შეიძლება მოხდეს", — აცხადებენ PHR-ში.
11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 14 წლის ბავშვმა 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.
ამავე თემაზე:
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები