კორონავირუსი და დერმატოლოგიური გართულებები — რა უნდა ვიცოდეთ?
ფოტო: Shutterstock
ვირუსული ინფექციების ნაწილი სხვადასხვა ტიპის გამონაყარით მიმდინარეობს, მას "ვირუსული ეგზანთემა" ეწოდება. გამონაკლისს არც COVID-19 წარმოადგენს. ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.
პანდემიის ერთი წლის თავზე არსებული მონაცემების გაანალიზებით დგინდება, რომ კოვიდ-ინფექციის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას თუ პოსტ კოვიდ ეტაპზე, შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ზედა და ქვედა კიდურებზე (ხელისა და ფეხის გულებზე და თითებზე) და ტორსზე. აღსანიშნავია, რომ ის ფაქტობრივად არ გვხვდება პუსტულების, ვეზიკულებისა და ჩირქოვანი სახით.
განვიხილოთ გამონაყარის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოღვაწე დერმატოლოგებს აქვთ აღწერილი. ეს გახლავთ მოყინვის მსგავსი დაზიანება კიდურებზე — ე.წ კოვიდის თითები (AAD – American Academy of Dermatology Association — COVID TOES). ის გვხვდება ნებისმიერი ასაკის პაციენტებში, თუმცა, უფრო ხშირად, ბავშვებში, თინეიჯერებსა და მოზარდებში. ამ ასაკობრივ ჯგუფს, უმეტესად, არ აღენიშნებათ ინფიცირების სხვა სიმპტომები, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაშიც, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.
კოვიდის თითზე შემდეგი ინფორმაცია გვაქვს: გამონაყარი, ფერის ცვლილება (სიწითლიდან სილურჯისკენ, ან პირდაპირ იასამნისფერი შეფერილობა) ვითარდება ზედა ან ქვედა კიდურებზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის უმეტესად ე.წ ექიმოზით, ანუ ქვედა კიდურის თითებზე ჩალურჯებული კანით ხასიათდება, მიიღო სახელწოდება "covid toes". პაციენტები უჩივიან ხელისა და ტერფის შეშუპებას, ტკივილს, ბებერებს, ქავილის შეგრძნებას, კანის გაუხეშებას და სხვა დამახასიათებელ დისკომფორტს. ამ დროს, პაციენტები იყენებენ ჰიდროკორტიზონის მალამოს იმ კონკრეტულ ზონაზე, თუმცა თუ დისკომფორტი ხანგრძლივი დროით გრძელდება, საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი.
ფოტო: cito
პოსტ კოვიდ ეტაპზე, პაციენტების ყველაზე ხშირი ჩივილი კანის სიმშრალე და თმის ცვენაა. აღნიშნული პათოლოგიების პრევენცია შეუძლებელია.
პაციენტთა 24% უვითარდება თმის ცვენა, რომლის ინტენსივობაც დამოკიდებულია თავად კოვიდ-19-ის სიმძიმეზე. მის მიზეზად მიიჩნევა:
1. მაღალი სიცხე
2. კოვიდის დროს მიღებული პრეპარატები
3. სტრესი.
თმის ცვენა კოვიდის პირველი სიმპტომების განვითარებიდან 2 თვეში იწყება და საშუალოდ 3-6 თვეს გრძელდება. ეს უმეტესად შექცევადი პროცესია, თუ რა თქმა უნდა, არ ახლავს ლაბორატორიულად დადასტურებული ვიტამინების ან მინერალების დეფიციტი (მაგალითად რკინის ან ფერიტინის). მკურნალობის ტაქტიკის დასაგეგმად მნიშვნელოვანია თმის ცვენის ლოკალიზაცია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კოვიდ-19 ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს, რთულია გადაჭრით ვთქვათ, რა დრო ესაჭიროება გამონაყარის ალაგებას და იქნება თუ არა ის პოსტ კოვიდ ეტაპის თანმდევიც. გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი პაციენტს შესაძლოა 120 დღემდე აწუხებდეს, რაც პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტთან და იმუნოლოგიურ რეაქციასთან. რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალი სახის არის, მათ შორის გავრცელებულია პურპურა, ჭინჭრის ციება (სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით და მის გარეშე), ერითემატოზური გამონაყარი და სხვა.
გასათვალისწინებელია, რომ პოსტ კოვიდ გამონაყარის შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მედიკამენტოზურ ალერგიას, კონკრეტულ პრეპარატებზე განვითარებულ რეაქციას, ამიტომ აუცილებელია დერმატოლოგთან დროული ვიზიტი და გამონაყარის ტიპის განსაზღვრა.
გაიარეთ კონსულტაცია სამედიცინო ცენტრ ციტოს დერმატო-ვენეროლოგიურ კაბინეტში და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
კომენტარები