ცესკოს განცხადებით, 1027 საჩივარი შეუსაბამობის გამო, განუხილველი დარჩა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ცესკო
ცესკოში აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა. ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან — 126. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 1 941 საჩივარი შევიდა. აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1 271, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა — 564 საჩივარი.
"კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილვევი დარჩა. ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან — 126", — განაცხადა სანტურიანმა.
მისივე თქმით, საჩივრების წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ბოლო საჩივრების წარდგენის პროცედურის ანალოგიური იყო.
"მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა საჩივრების წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი და ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით საჩივრის შეტანის უფლება-მოსილება", — განმარტავს სანტურიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ყველა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი წარდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში, ხოლო მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდებოდა კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა.
ცესკოს განცხადებით, სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა 39 უბნის შედეგი გადაითვალეს, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შემთხვევაში განცხადება საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მათვე თქმით, ჯამში გადათვლის პროცესი 24 500-მდე ამომრჩეველსა და შესაბამისი რაოდენობის ხმებს შეეხო.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდებოდა ცესკოსთან
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა და ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
გაიგეთ მეტი:
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
კომენტარები