ქართული ცემენტის წარმოება დემპინგთან ბრძოლაში
ფოტო: ლაფარჟე
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებიდან, მათ შორის, გლობალურად საზღვრების ჩაკეტვიდან, რვა თვე გავიდა. ეს საკმარისი პერიოდია დაგროვილი პრობლემების შესაფასებლად.
პანდემიის გამოცხადებამდეც არ აკლდა ობიექტური პრობლემები საქართველოში სამშენებლო სექტორის ისეთ სეგმენტს, როგორიცაა ცემენტის წარმოება. ობიექტურ პრობლემებში უპირველესად უცხოური ნაწარმის დემპინგი იგულისხმება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ მწარმოებლებს. კერძოდ, თავდაპირველად ირანიდან, ხოლო შემდეგ უკვე თურქეთიდანაც, სადაც სამშენებლო სექტორი მწვავე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ცემენტის საქართველოში იმპორტი თვითღირებულებაზე ბევრად დაფალ ფასებში დაიწყო.
ცემენტის ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნა ყველა მწარმოებელს შეეხო, ამას დაემატა პანდემიის გამო შემოღებული Lock Down-ით დამუხრუჭებული ეკონომიკა. პრობლემების გარეშე არ დარჩა ეკონომიკის არც ერთი დარგი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ცემენტის მწარმოებელთა მომხმარებლები.
ასეთი მწვავე პრობლემების პირობებში საქართველოში მოქმედი კომპანიები მაინც აგრძელებენ წარმოებას. როგორ, რა მეთოდებით, რა საბაზრო მექანიზმებით უმკლავდებიან მეწარმეები ამ კოლოსალურ გამოწვევებს? სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ცემენტის მწარმოებელი კომპანია ლაფარჟეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, გივიკო ელოშვილი.
— მოგაბა–ზარალის თვალსაზრისით რა შედეგებზე გავიდა ლაფარჟე 2020 წლის I და II კვარტლებში?
— კომპანიისთვის პირველი კვარტალი საკმაოდ წარმატებული გახლდათ როგორც რეალიზების, ასევე მომგებიანობის მხრივ. მეორე კვარტალში, პანდემიის პერიოდში, რასაკვირველია, პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა და კომპანიის კომერციულ მხარესაც ძალაუნებურად მიადგა დიდი ზიანი.
— პერსონალის რამდენი პროცენტის შენარჩუნება შეძელით ანაზღაურებად სამუშაოებზე?
— ამ რთულ პერიოდში კომპანიის აქციონერების და მენეჯმენტის ერთობლივი მტკიცე გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ არ შეგვემცირებინა არც ერთი თანამშრომელი, რადგან კომპანიის ყოველდღიურ განვითარებაში თითოეულ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა განპირობებულია თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, შენარჩუნებაზე და მათ განვითარებაზე.
— რამდენი პროცენტით შემცირდა ცემენტის წარმოება/რეალიზაცია თქვენს საწარმოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე და მომხმარებელთა რომელი სექტორების შეფერხებამ გამოიწვია ეს?
— ზოგადად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცემენტზე მოთხოვნა ბაზარზე შედარებით შემცირებულია. თუმცა, ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ვარდნა არ აისახოს ჩვენს გაყიდვებზე, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ვახორციელებთ. ამას ძირითადად ვაღწევთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების და ჩვენს მიერ კარგად გამართული საცალო გაყიდვების ქსელის ხარჯზე. თუმცა, აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები იმპორტირებული ცემენტის დემპინგური ფასის კუთხით.
— რა უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ლაფარჟესთვის — უცხოური ცემენტის დემპინგური ფასებით გამოჩენა ქართულ ბაზარზე, თუ კორონავირუსის პანდემია და რატომ?
— კოვიდის პერიოდში ჩვენ მარტივად შევადგინეთ კრიზისმენეჯმენტის სტრატეგია და აპრილის შემდგომ, ეტაპობრივად, კრიზისული მდგომარეობიდან ჯანსაღად გამოსვლა დავიწყეთ. რაც შეეხება დემპინგურ ფასებში შემოსულ ცემენტს, ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ის 30%–ით ნაკლებ ფასებში შემოდის თურქეთიდან და ყველა ადგილობრივ მწარმოებელს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის. როგორც იცით, თურქეთის მთავრობამ სამშენებლო მასალების ექპორტზე აგილობრივ კომპანიებს ფინანსური დოტაცია გამოუყო, რამაც განაპირობა მათ მიერ ფასების დემპინგი საქართველოში. აქვე მინდა განვმარტო, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ქართული ცემენტის ექსპორტი პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ თამაშის წესები ნამდვილად არასამართლიანია.
— ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები, პირველი წელი არაა, რაც მწვავედ აყენებთ საკითხს ბაზარზე არსებულ უთანასწორო პირობებთან დაკავშირებით, რაც დემპინგურ იმპორტს უკავშირდება. რა გაკეთდა დღემდე ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მხრიდან და შეცვლილია თუ არა ვითარება კონკურენტული ბაზრის სასარგებლოდ?
— საკმაოდ დიდი ხანია, ადგილობრივი მწარმოებლები ველოდებით ანტიდემპინგური კანონის დამტკიცებას. ვითარება ბაზარზე ნამდვილად არ არის შეცვლილი. ჩვენი კომპანია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მწარმოებლები, სრულად ვაკმაყოფილებთ ბაზარზე მოთხოვნილი ცემენტის რაოდენობას, საჭიროების შემთხვევაში კი თავისუფლად შეგვიძლია წარმოების მასშტაბის გაზრდა, რაც ჩენ გეგმებში ისედაც შედის. ამიტომ, ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც ბიზნეს სუბიექტის მოთხოვნა, დარეგულირდეს ბაზარზე სხვა ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან დემპინგური ფასებით შემოსული ცემენტის პროდუქცია, სავსებით სამართლიანია. მსგავსი ინექციები საკმაოდ აფერხებს ჩვენი და სხვა მწარმოებლების ინვესტირების და განვითარების პროცესს.
— როდის ვარაუდობთ ცემენტის წარმოება/რეალიზაციის 2019 წლის ნიშნულზე გასვლას?
— ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ რეალიზაცია, თუმცა არა 100%, როგორც ჩვენ მივდიოდით უწინ. ეს პრობლემები დარეგულირდება მაშინვე, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული დემპინგური ფასების რეგულირება და მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განაგრძოს სრული მხარდაჭერა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ნამდვილად იმ რთულ პერიოდში ყველა მწარმოებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები