ბოდიში არ ნიშნავს, რომ პარტიული ნიშნით ვინმეს რაღაც არ გვახსოვს — კობერიძე ელენე ხოშტარიაზე
ფოტო: პარლამენტი
ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე კონკურენტ ელენე ხოშტარიაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მართალია, ხოშტარიამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "პარტიული ნიშნით, შეხედულებების ნიშნით ვინმეს რაღაც არ გვახსოვს".
"ელენე იყო თავის დროზე იგივე ნაციონალური მოძრაობის დროს მინისტრის მოადგილე, როგორც მახსოვს. გასაგებია, რომ მან შემდეგ ბოდიში მოიხადა. ევროპული საქართველო, როდესაც პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გაემიჯნა ნაციონალურ მოძრაობას და გაიყვნენ, შიგნით მოხდა რაღაც განხეთქილება, რეალურად, პიროვნულად მეც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ელენესთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიული ნიშნით, შეხედულებების ნიშნით ვინმეს რაღაც არ გვახსოვს, ან მომავალზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ, ამიტომ აქ მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ვთავაზობთ მომავალში ჩვენს მოსახლეობას", — თქვა მან TV პირველი ეთერში.
კობერიძის აზრით, ვაკეში მისი და ელენე ხოშტარიას კონკურენციის შემთხვევაში, ქართული ოცნების კანდიდატს, პრაქტიკულად, კონკურენციისთვის ველი აღარ დარჩება.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურენცია იქნება ვაკის რაიონში და მე მგონია, რომ სწორედ ქართულ ოცნებას, პრაქტიკულად, კონკურენციისთვის ველი აღარ დარჩება ჩემსა და ელენეს შორის კონკურენციის შემთხვევაში", — აცხადებს ლევან კობერიძე.
24 ივნისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძებ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ვაკეში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს, ელენე ხოშტარიას ლელომ კონკურენტი არ დაუყენოს, თუმცა 12 აგვისტოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კობერიძე წარადგინა.
თავის მხრივ, ლევან კობერიძე ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. მან 18 ივნისს ანა დოლიძესთან, ლევან იოსელიანთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა, 11 აგვისტოს კი პოლიტიკურ გაერთიანება ლელოს შეუერთდა.
ელენე ხოშტარიამ 13 აგვისტოს დაწერა, რომ ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის წარდგენა მისთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა ამით მისი ლელოსადმი დამოკიდებულება არ იცვლება და მის წარმატებას კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთო კოალიციისთვის.
ლელომ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა — სია
ალბათ, ელენე ხოშტარიას კონკურენტს არ დავუყენებთ — მამუკა ხაზარაძე
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
კომენტარები