ჯუსოს მეღვინეობამ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა
ფოტო: თიბისი
ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. ჯუსოს მეღვინეობა არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.
3 წელიწადში ჯუსოს მეღვინეობის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა ჯუსოს მეღვინეობამ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება. ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო ჯუსოს მეღვინეობის კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის 60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის," — ამბობს ჯუსოს მეღვინეობის დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე.
გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის "მშობლიური 8 ნომრის" დამზადების ისტორია უკავშირდება.
ჯუსოს მარანი მოიცავს 18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.
ყოველწლიურად 7-დან 10 ათასამდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ ჯუსოს ღვინის წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება.
მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, ჯუსოს ღვინოების შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი.
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
კომენტარები