Suicide Squad-ის რეჟისორი შაია ლაბაფის მონაწილეობით ახალ ფილმს უშვებს — ტრეილერი
ფოტო: RLJE Films
განგსტერებსა და კრიმინალურ გარჩევებზე მრავალი ფილმი გვინახავს, თუმცა ამერიკელ რეჟისორ დევიდ ეიერს იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის ახალ ფილმში მაინც იპოვის რაიმე ახალს და განსხვავებულს.
The Tax Collector — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის სიუჟეტიც ორი მთავარი გმირის, დევიდისა და ქრიფერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ევალებათ, რომ თავიანთი ბოსისთვის კუთვნილი "გადასახადები შეაგროვონ".
როგორც ტრეილერში ვხედავთ, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი შაია ლაბაფი ამ ახალ ამპლუაში გეგმავს, რომ არა მხოლოდ ფილმის პერსონაჟები, არამედ მაყურებლებიც კი შეაშინოს.
რეჟისორ დევიდ ეიერს მაყურებლები ყველაზე კარგად კომიქსის გმირებზე გადაღებული ფილმით Suicide Squad იცნობენ, რომელმაც დიდი მოლოდინების მიუხედავად, ძირითადად უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. ამ ერთგვარი წარუმატებლობის შემდეგ 2017 წელს უილ სმიტის მონაწილეობით კიდევ ერთი ბლოკბასტერი Bright გამოუშვა, რომელიც ასევე ვერ დაიტრაბახებს დადებითი შეფასებებით. შესაბამისად, The Tax Collector ეიერის კიდევ ერთი შანსია დაგვიმტკიცოს, რომ მისი შესაძლებლობები კინოში სულაც არაა მეტისმეტად შეზღუდული.
რაც შეეხება შაია ლაბაფს, მას ყველა კარგად იცნობს ფილმებით Transformers, Nymphomaniac და American Honey. ახალი ფილმი ლაბაფისა და ეიერის პირველი თანამშრომლობა არ იქნება: 2014 წელს გამოსულ დევიდ ეიერის ისტორიულ დრამაში Fury ლაბაფი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
შაია ლაბაფი ფილმში Fury.
ფოტო: SONY PICTURES
The Tax Collector-ის პრემიერა 7 აგვისტოსაა დაგეგმილი და მაყურებელსაც სწორედ მაშინ შეეძლება ამ ორი კინოხელოვანის კიდევ ერთი კოლაბორაციის შეფასება.
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები