სოციალური დისტანცირება ზოგისთვის მოძალადესთან გამომწყვდევას ნიშნავს
ფოტო: Getty Images
დღეს სახლი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალური დისტანცირება მოძალადესთან ოთხ კედელში გამოკეტვის ტოლფასია. მაშინ, როცა მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქალაქში ცხადდება კარანტინი, ქალთა უფლებების დამცველები და აქტივისტები შიშობენ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები ოჯახში ძალადობის შემთხვევათა ზრდას გამოიწვევს.
ოჯახში ძალადობა უკვე წარმოადგენს მომაკვდინებელ ეპიდემიას. მსოფლიოს მასშტაბით ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. მოძალადე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, WHO-ს მიხედვით, უმრავლეს შემთხვევაში მსხვერპლის ინტიმური პარტნიორია. "ეს ამ ტიპის ძალადობას ადამიანის უფლებების შელახვის ყველაზე გავრცელებულ, მაგრამ ყველაზე დაფარულ ფორმად აქცევს", — აღნიშნავს WHO. გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შემთხვევები საგანგებო მდგომარეობებისა და კონფლიქტების დროს ყოველთვის იზრდება.
ჩინეთიდან მიღებული ცნობები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ კორონავირუსმა უკვე გამოიწვია ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესამჩნევი ზრდა. ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებლის, უან ფეის თანახმად, თებერვალში ადგილობრივი პოლიციის სადგურებში ამ ფორმის საჩივრები წინა წელთან შედარებით გასამმაგებულად შევიდა. "ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ძალადობის შემთხვევათა 90 პროცენტს COVID-19-თან აქვთ კავშირი", — განაცხადა მან.
მსგავსი რამ ხდება აშშ-შიც. ორეგონის შტატში, პორტლენდის ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობა მარტის შუა რიცვხებში გაორმაგდა. ოჯახში ძალადობის ეროვნული ცხელი ხაზი კი სულ უფრო მეტ ზარს იღებს იმ ადამიანებისგან, რომელთა მოძალადეებიც COVID-19-ს იყენებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააკონტროლონ და იზოლაციაში მოაქციონ ისინი. "ეს კანონდამრღვევები თავიანთ მსხვერპლებს ემუქრებიან, რომ ქუჩაში გააგდებენ, სადაც ისინი ვირუსით დაინფიცირდებიან", — აცხადებს ცხელი ხაზის დირექტორი, — "ისეთი შემთხვევების შესახებაც გავიგეთ, როცა მოძალადე ფინანსურ და სამედიცინო დახმარებას უზღუდავს მსხვერპლს".
აშშ-ში ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში საგრძნობლად მოიმატა.
ფოტო: KSNV
მაშინ, როცა საზოგადოების მთლიანი ყურადღება ჯანდაცვის სისტემის კრიზისიდან თავის დაღწევაზეა გადართული, არსებობს რისკი, რომ სამთავრობო ორგანოებმა პირად სივრცეებში განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირება არაპრიორიტეტულად მიიჩნიონ. ბრიტანეთში, მაგალითად, დღეისთვის სკოლები დაკეტილია ყველასთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთა მშობლებიც საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საარსებო მნიშვნელობის სფეროებში არიან დასაქმებულები. ოჯახში ძალადობის ექსპერტები ამ სიაში არ შეუყვანიათ; როგორც ჩანს, სახელმწიფოს ოჯახში ძალადობის აღკვეთა საარსებო მნიშვნელობის სფეროდ არ მიაჩნია.
ბრიტანული ლეიბორისტული პარტიის წევრმა და ქალთა და თანასწორობათა კომიტეტის სპიკერმა, დონ ბატლერმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოსთხოვა, სასწრაფოდ გადაეხედა ამ კლასიფიკაციისთვის და დაეარსებინა საგანგებო ფონდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. "ყოველ კვირას ორი ქალი კვდება პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის ხელით", — წერს ბატლერი, — "თუ მთავრობა ვერ შეძლებს მომზადებასა და სათანადო გეგმის შედგენას, უფრო მეტი ადამიანი მოკვდება".
ახლა ისე, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილზე ვიზრუნოთ. აქტივისტები მოუწოდებენ ადამიანებს, მეტი ყურადღებით იყვნენ მეზობლების მიმართ, რათა ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გამოეპაროთ. სახლებში გამოკეტვა არ ნიშნავს სოციუმისგან ჩამოშორებას. ჩვენ ამ კრიზისს ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნით უნდა გავუმკლავდეთ.
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
კომენტარები