მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტი Nokia-ს მომავლის ტელეფონებთან ერთად
ფოტო: გოლეთიანი
დაახლოებით ერთი თვის წინ, Nokia-ს წარმომადგენლებმა მსოფლიოს სამი გიგანტის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის შესახებ დააანონსეს, რაც Nokia-ს ისტორიაში ფაქტობრივად ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. საუბარია ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართულებით Nokia-ს ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიანტის — HMD Global-ის პარტნიორობაზე უმსხვილეს დამოუკიდებელ IT და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია CGI-სა და Google Cloud-თან. მსოფლიოს უმსხვილესი ტრენდ-სეტერების კოლაბორაცია მიზნად ისახავს, Nokia-ს მომხმარებლებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ახალი სტანდარტები შესთავაზოს, იმ ფონზე, როდესაც ჰაკერული შეტევების უამრავ შემთხვევას ვაწყდებით. როგორც ალიანსის მხარეები აცხადებენ, Google Cloud-ის მოწინავე მონაცემთა ანალიტიკის და ტექნოლოგიების CGI-ს ექსპერტიზასთან შერწყმით Nokia-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულიად ახალ გამოცდილებებს გაიზიარებენ.
ცნობილია, რომ HMD Global-ის, CGI-სა და Google Cloud-ის კოლაბორაცია მობილური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ახალ, ევროპულ დატაცენტრს გამოიყენებს: მობილური აქტივაციისა და სხვა მონაცემების დაცვის მიზნით ფინეთში ახალი Google Cloud-ი — Google-ის ახალი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რაც Nokia-ს მომხმარებლებს სმარტფონების მუშაობის მაღალ სისწრაფეს და ზოგადად მოწყობილობის გაუმჯობესებას ჰპირდება; ახალი მოდელების — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის მფლობელებს კი შეძენიდან 36 თვის განმავლობაში სისტემური და უსაფრთხოების მუდმივი განახლებებით გაანებივრებს.
HMD Global-ის CGI-სა და Google Cloud-თან თანამშრომლობის ფაქტს საქართველოში Nokia-ს ოფიციალური წარმომადგენელი "სავაჭრო სახლი გოლეთიანიც" ადასტურებს და აცხადებს, რომ სამივე სახეობის "მომავლის" სმარტფონი საქართველოშიც გაყიდვაშია.
"ახალი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მობილური ტელეფონების ფუნქცია მნიშვნელოვნად შეიცვალა — სმარტფონები ზარის განხორციელებისა თუ ინტერნეტში ძვრომიალის შესაძლებლობის საზღვრებს დიდი ხანია გაცდნენ და ჩვენს პერსონალურ ასისტენტებად იქცნენ, თანაც საკმაოდ ნდობით აღჭურვილ ასისტენტებად — თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ისინი ჩვენ შესახებ უამრავ საბანკო და პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ. ამ მოცემულობამ კი მომხმარებლის პროდუქტისადმი დამოკიდებულებასა და სურვილებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და პირდაპირი მნიშვნელობით, მათი ქცევა შეცვალა: თუ ადრე მობლიურ ტელეფონებს დიზაინის ან ტრენდულობის მიხედვით ვარჩევდით, დღეს წინა პლანზე უსაფრთხოება დგას — სრულად დაცული სისტემა, რომელიც მუდმივად განახლებადია!
აქვე აღვნიშნავ დროის ფაქტორსაც — ადამიანების ცხოვრების რიტმი უფრო და უფრო სწრაფი ხდება და ჩვენი მოთხოვნაც, სასურველი ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღოთ, ყოველდღიურად ძლიერდება. Nokia-ს ახალი მოდელების — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის შემთხვევაში ეს მისია Google Assistant-ის მარტივმა ღილაკმა იტვირთა, რაც სასურველი ინფორმაციის მოძიების თუ სხვა მობილური ოპერაციის შესრულებას წამებში ხდის შესაძლებელს.
საბოლოო ჯამში, სიახლე, რომელიც 2019 წლის 18 ივნისს HMD Global-მა გაგვაცნო, უსაფრთხოების, კონტროლისა და ანალიტიკის სრულიად ახალი საფეხურს გულისხმობს და Nokia-ს მომხმარებლებს გვახსენებს, რომ სანდო ხელში ვართ: Google-ს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, CGI კი მსოფლიოში უმსხვილესი დამოუკიდებელი IT და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1976 წლიდან ოპერირებს, მისი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 11,5 მილიარდი აშშ დოლარია და სხვადასხვა ქვეყანაში 77000 კონსულტანტსა თუ პროფესიონალს აერთიანებს", - ამბობს მარიამ გამცემლიძე, "სავაჭრო სახლ გოლეთიანის" ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
Nokia-ს წარმომადგენლების განცხადებით, ახალ დატაცენტრში საწყის ეტაპზე სამი მოდელის — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის მონაცემები განთავსდება, ხოლო უფრო ადრინდელი მოდელების მონაცემების მიგრაცია ახალ ღრუბლოვან ინფრასტრუქტირაზე ანდროიდ Q-ს განახლების შემდეგ, ამა წლის ბოლოს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
HMD Global-ის პროდუქტის მთავარი მენეჯერი იუჰო სარვიკასი აცხადებს: "ბრენდის ფინური მემკვიდრეობის ერთგულები ვრჩებით და ინვესტიციას სწორედ ჩვენს ევროპულ სახლში ვზრდით. ახალი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად CGI-სა და Google Cloud-თან პარტნიორობა წარსული წარმატებული კოლაბორაციების შედეგად გადაწყდა და მიზნად ისახავს, Nokia-ს მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირის მიერ დადგენილი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ არსებული კანონმდებლობის (General Data Protection Regulation) ყველა წესის გათვალისწინებით დაიცვას. შედეგად, Nokia-ს ნებისმიერი სმარტფონი ანდროიდ One-ის სისტემით 3 წლის განმავლობაში რეგულარულ უსაფრთხოების განახლებებს მიიღებს, 2 წლის განმავლობაში კი OS-ის განახლებებს."
Google-ის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული წარმატების მთავარ ღირებულებად გარემოსდამზოგავ ასპექტებს ასახელებენ: "Google-ი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 100%-ით განახლებად ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს HMD Global-თან ჩვენს კოლაბორაციას და მომხმარებლებს სრულად გარემოსდამზოგავ გადაწყვეტილებას სთავაზობს. CGI-ს ინჟინერებმა და მეცნიერებმა back-end-მონაცემების და სმარტფონების დასაკავშირებლად მსოფლიო კლასის ინფრასტრუქტურა შექმნეს, რაც HMD Global-ს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დაცვა კიდევ უფრო გააძლიეროს და მომხმარებლების კმაყოფილება აამაღლოს," — განაცხადა Google Cloud-ის ჩრდილოეთ ევროპის განყოფილების მმართველმა დირექტორმა ევა ფორსმა.
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
-
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა
გადახედვა


კომენტარები