აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო
ფოტო: Getty
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ცნობით, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "საქართველოს მხარდამჭერი აქტი"ს მიიღო. მინისტრის თქმით, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება აშშ-ს კონგრესის მხრიდან, რომ საქართველოს საკითხი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში "საკმაოდ მაღალ დონეზეა". ინიციატივის ავტორები დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან.
"ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, სადაც საუბარია მიუღებლობაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციასთან დაკავშირებით. ის ავალებს აშშ-ს ადმინისტრაციას დააწესოს შემზღუდავი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს კრიმინალური ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არის მნიშვნელოვანი ბმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან. ამ დოკუმენტში აქცენტები არის გაკეთებული საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით საქართველოს თანამშრომლობა აშშ-სთან უპრეცედენტოა", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერ აქტში საუბარია ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არის მოწოდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიმართულებით შესაძლებლობის განვითარებაზე.
"აქცი მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ეს ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ს დღის წესრიგში მოწინავე პოზიციაზეა", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "აშშ-ს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა".
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ აშშ-თან ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოს.
"ამ დოკუმენტში მათ შორის არის მოწოდებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ხუთწლიანი გეგმა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაში, სადაც ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამავე დროს, არის მნიშვნელოვანი გზავნილები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხარდამჭერიაქტის მიღებას ეხმაურება. დეპუტატების შეფასებით, აქტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია და კიდევ ერთხელადასტურებს, რომ საქართველოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.
"მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში და 23 წევრთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების — ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ არის ინიცირებული. ეს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია და სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც", — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა



კომენტარები