მიზეზები, რატომაც ერთმანეთის ხელფასები ყველამ უნდა ვიცოდეთ
რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?
უმეტესობისათვის ეს რთული და არაკომფორტული შეკითხვაა.
ფული კომპლექსურ და რთულ ემოციებთანაა კავშირში, წარმატება, სირცხვილი, წარუმატებლობის შიში. ამ ფრაზის წარმოთქმისას თითქოს გვეკითხებიან, თუ რამდენი ვღირვართ ჩვენ. ხელფასი ჩვენს იდენტობასთან ძლიერადაა დაკავშირებული.
ფული სექსთან, პოლიტიკასა და რელიგიასთან ერთად იმ საკითხების კატეგორიაში ხვდება, რომლებზეც ადამიანები საუბარს ხშირად თავს არიდებენ, ეს იმ კულტურის გავლენაა, რომელშიც ბევრი ჩვენგანი გაიზარდა. შემოსავალთან დაკავშირებული საკითხების მიმართ, ხშირად, განსაკუთრებით მგრძნობიარეები ვართ ხოლმე.
რატომ არის ხელფასების განხილვა კარგი იდეა?
იმაზე, თუ რამხელაა თქვენი დანაზოგი, შეგიძლიათ არ ისაუბროთ, თუმცა ხელფასების გასაიდუმლოებას ჩვენზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს. იქნება ეს არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება თუ ხელფასებთან დაკავშირებული რაიმე სხვა უსამართლობა, მაგალითად, არათანაბარი ხელფასები.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელფასებში რასისა და გენდერის მიხედვით სხვაობები კვლავ გვხვდება. შესაბამისად, წესები და ჩვეულებები, რომლებიც დასაქმებულებს ხელფასზე საუბარს უზღუდავს, საბოლოო ჯამში ამ სხვაობებისა და უსამართლობების გამოვლენას უშლის ხელს", — აცხადებს კორნელის სამართლის სკოლის ერთ-ერთი დირექტორი ანგელა კორნელი.
ექსპერტების თქმით, კოლეგებთან და თანამშრომლებთან თქვენს ხელფასზე საუბარი ძლიერი იარაღია, რომლითაც შეგიძლიათ არათანაბარ ანაზღაურებასა და უსამართლო პირობებს ებრძოლოთ. ხელფასების ღიად განხილვა თქვენს ინტერესებსაც ემსახურება და იმ ადამიანისასაც, ვისაც ესაუბრებით. ერთმანეთის ანაზღაურებების ცოდნა უპირატესობას დამსაქმებელთან ხელფასზე მოლაპარაკების დროსაც გაძლევთ.
მიუხედავად ამისა, სამუშაო სივრცეებში ხელფასების საკითხი პირდაპირ ან ირიბად მაინც შეზღუდული და ტაბუირებულია ხოლმე.
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორის, დენის რუსოს თქმით, თუ თანამშრომლები ხელფასებს ღიად განიხილავენ, მეტი შანსია, რომ დამსაქმებელმა თითოეულ მათგანს ადეკვატური და სამართლიანი ხელფასი გადაუხადოს. თუმცა, რუსო იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის — როდესაც ხელფასები ყველასათვის გამჭვირვალეა, ანაზღაურებებს შორის განსხვავებები ყველასათვის უფრო თვალშისაცემია. ასეთ დროს დასაქმებულს აუცილებლად დააინტერესებს, თუ რატომ იღებს მისი თანამშრომელი უფრო მეტ ხელფასს.
"ამ დროს კომპანიამ ყველა თანამშრომელს მაქსიმალურად დეტალურად და ზუსტად უნდა აუხსნას, თუ რატომ არსებობს განსხვავებები ანაზღაურებებს შორის", — აცხადებს ის.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენს ხელმძღვანელს განსხვავებული ხელფასების ასახსნელად მტკიცე და დამაჯერებელი მიზეზები უნდა ჰქონდეს.
რატომ არის ხელფასების განხილვა ცუდი იდეა?
რა უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს მეგობრისთვის ან თანამშრომლისთვის თქვენი ხელფასის გამხელას?
თუ თქვენი ხელფასი მეგობრისას, თანამშრომლისას ან კოლეგისას აღემატება, ამან შესაძლოა ისინი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააყენოს. ზოგ შემთხვევაში კი ამ ინფორმაციის გამხელამ, შესაძლოა, მეგობარიც დაგაკარგვინოთ. თუმცა, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გსურთ ისეთი მეგობარი, რომელიც თქვენთან ურთიერთობას იმის გამო გაწყვეტს, რომ თქვენი ხელფასი მისას აღემატება? ალბათ არა.
იმის მოსმენა, თუ რამდენჯერ აღემატება მეგობრის ხელფასი თქვენსას, შესაძლოა, სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, თქვენ ორი არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ ამის გამო განაწყენდეთ და სასოწარკვეთას მიეცეთ, ან შეგიძლიათ ეს ფაქტი მოტივატორად და თქვენსავე სასარგებლოდ გამოიყენოთ, მეგობარს რჩევები ჰკითხოთ და სცადოთ, რომ ფინანსური მდგომარეობა თავადაც გაიუმჯობესოთ.
მეორეს მხრივ კი, ყოველთვის შესაძლებელია ხელფასზე საუბარი ისე, რომ ამით მეორე ადამიანს გული არ ატკინოთ.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს შორის ხელფასების განხილვა თქვენს უფროსს ალბათ არ გაუხარდება, რადგან ამის შედეგად, შესაძლოა, თქვენი კოლეგების ნაწილმა კომპანიას ხელფასის მომატება მოსთხოვოს. თუმცა, ეს თქვენი სადარდებელი არ არის.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც, შესაძლოა, ხელფასის განხილვა არ გსურდეთ, საზოგადოებრივი წნეხია. რას იფიქრებენ მეზობლები, ამხანაგები, ოჯახის წევრები, კოლეგები, კლასელები და კურსელები, როდესაც თქვენი შემოსავლის რაოდენობას გაიგებენ? ამის შედეგად თქვენ, შესაძლოა, განსჯის ობიექტად იქცეთ, თუმცა მეზობლების აზრები, ალბათ, არ უნდა გადარდებდეთ.
ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნა გამომდინარეობს, თქვენ სამსახურში ხელფასზე უნდა ისაუბროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ კომპანიას ხელფასების სამართლიანად გადახდა აიძულოთ, ხოლო მეორე მხრივ კი დარწმუნდეთ, რომ დამსაქმებელი იმდენს გიხდით, რამდენსაც იმსახურებთ.
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

კომენტარები