არ არსებობს უმუშევარი ქალი! — სოლიდარობის ქსელი ეკონომიკის მინისტრს მიმართავს
"ბატონო მინისტრო, გვინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ იმ ფაქტზე, რომ შრომა, რომელსაც დიასახლისები ეწევიან და რომელზეც მთელი ქვეყნის მოსახლეობა დგას, საშინაო შრომა ჰქვია", — ამ სიტყვებით მიმართა სოლიდარობის ქსელმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიამ, რომელმაც პარლამენტში განაცხადა, რომ "დიასახლისებს მუშაობა არ სურთ".
სოლიდარობის ქსელი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დღეს საქართველოში სამსახურის ქონას, არსებული მიზერული ხელფასების პირობებში, შემოსავალზე მეტად ხარჯი მოაქვს.
"გზის ფული და საკვები დამატებითი ხარჯია, რომელიც ხშირად სახელფასო შემოსავალს აჭარბებს, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი დასაქმებული ღარიბი. 300 - 400 ლარიან ხელფასზე გაწერილმა თვიურმა ბიუჯეტმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალებში ჩააგდო — ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციას იკავებს დავალიანების კუთხით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის პოზიციით, საჯაროდ, ყოველდღიურ საუბრებში, თუ სტატისტიკურ მონაცემებში, ყველასთვის შესამჩნევია ქალთა ეკონომიკური გააქტიურება, რადგან ოჯახს უკვე ერთი ადამიანის შემოსავალი აღარ ყოფნის და ინდუსტრიასთან ერთად, 90-იანი წლების შემდგომ, გაქრა კაცების დასაქმების ტრადიციული ადგილებიც.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ხშირად, ქალები მუშაობენ მომსახურების სფეროში, რომელიც ყველაზე დაურეგულირებელი სფეროა. მათ უწევთ კვირაში 50-70 საათი მუშაობა, ყოველგვარი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გარეშე. ჩვენ კიდევ ერთხელ, ვითხოვთ, 40 საათიანი სამუშაო კვირისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პრაქტიკაში დაწესებას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორმაგი ცვლა, იგივე ორმაგი შრომა არ არის ახალი საკითხი ქალებისთვის, თუმცა ახალი და საგანგაშოა ეკონომიკის მინისტრის დამოკიდებულება: "დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ სურთ".
"არ არსებობს უმუშევარი ქალი ! უცნაურია, თუ რის საფუძველზე აკეთებთ მსგავს დასკვნებს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე მზარდი ეკონომიკური სექტორი - მომსახურების სფერო - სწორედაც რომ არსებული დიასახლისებისგან შედგება, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ასრულებენ საშინაო შრომას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ სტატისტიკით, ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაო ძალის გარეთაა, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ მუშაობა არ სურთ. ამ ადამიანების რიგში ეკონომიკის მინისტრი დიასახლისებსაც მოიხსენიებს.
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები