უკრაინაში დამოუკიდებელი ეკლესია შეიქმნა, შეირჩა მისი წანამძღოლიც
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინიდტრაცია
კიევში ეკლესიის გაერთიანებულ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია შეიქმნა. ეკლესიის წინამძღოლად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანი აირჩიეს. ის კიევის საპატრიარქოში მსახურობდა. გაერთიანებულ კრებას სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც.
"ეს ეკლესია არის პუტინის გარეშე, ეს ეკლესია არის კირილეს გარეშე, ეს ეკლესია არის რუსული ძალისა და რუსული არმიის მიმართ ლოცვების გარეშე, რადგან რუსული ხელისუფლება და რუსული ჯარები კლავენ უკრაინელებს. მაგრამ ეს არის ეკლესია ღმერთთან ერთად", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, 15 დეკემბერი ისტორიაში შევა, როგორც უკრაინისთვის წმინდა დღედ, როდესაც უკრაინა რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობას მიიღებს.
დილიდან წმინდა სოფიას ტაძრის გარშემო ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის იდეას უჭერდნენ მხარს.
გაერთიანებულ კრებაში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევისა და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები. მოსკოვის საპატრიარქოდან ესწრებოდა მხოლოდ ორი სასულიერო პირი, რადგან მოსკოვის საპატრიარქომ კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. სწორედ ამ ეკლესიების წარმომადგენლებმა შექმნეს უკრაინის დამოუკიდებელი და ერთიანი ეკლესია.
კრებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებს, რომის პაპსა და გაეროს გენერალურ მდივანს და განაცხადა, რომ "ყველაზე დიდი რელიგიური კონფესია უნდა ჩაანაცვლოს რაღაცა ახ რელიგიურმა ორგანიზაციამ". მან, ასევე, უკრაინა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის გამოყენებაში დაადანაშაულა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი
კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. კონსტანტინოპოლის განცხადების თანახმად, გაუქმდა 1686 წელს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ნებას რთავდა კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.
ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა. როგორც რუსული ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო და იმედი აქვთ კონსტანტინოპოლი აზრს შეიცვლის.
კიევის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. თავდაპირველად საპატრიარქომ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა.
უკრაინის და საქართველო
ავტოკეფალიის საკითხში კიევის პატრიარქი საქართველოს მხარდაჭერას ელოდება.
"საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — განაცხადა კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა. როგორც ცნობილია, კიევის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საუბარი არ ჰქონია.
საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. თუმცა მისივე თქმით, ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.
-
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე "სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

კომენტარები