როგორ გავყიდოთ და ვიყიდოთ ავტომობილი სწრაფად და მარტივად
ფოტო: Toyota UK
მანქანის გაყიდვა ყოველთვის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც არავისთვისაა სასიამოვნო პროცესი. ავტომობილის საიტზე განთავსება, რუსთავის ბაზრობაზე წაყვანა და იქ კლიენტის ლოდინი, შეძენის მსურველებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები - ეს ძალიან დამღლელი და რუტინული პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირა და თვეც კი გაგრძელდეს. ასეთივე მდგომარეობაა მაშინ, როდესაც ავტომობილის შეძენა სურს ადამიანს. მანქანის შერჩევისა და შემოწმების პროცესმა შეიძლება იმდენ ხანს გასტანოს, რომ მთელი დანაზოგიც კი დაიხარჯოს.
ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელთათვის ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვის პროცესი ძალიან გამარტივდა. Toyota Plus ახალი სერვისია, რომელსაც "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" სთავაზობს მომხმარებლებს. ამ სერვისის დახმარებით ავტომობილის გაყიდვას ან ყიდვას შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს და თუ როგორ, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
1. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ავტომობილის გაყიდვას რამდენიმე წუთი სჭირდება
მათ, ვისაც ტოიოტას მარკის ავტომობილი ჰყავთ და გაყიდვის სურვილი აქვთ, კომპანია სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს. ამისათვის საჭიროა, რომ მფლობელმა თავისი მანქანა "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" მიიყვანოს და განაცხადოს, რომ ავტომობილის გაყიდვა სურს. ამის შემდეგ, მას ჩაუტარდება ტექნიკური დათვალიერება, რათა შეფასდეს ავტომობილის მდგომარეობა და დადგინდეს მისი ღირებულება. ბოლოს კი, გაფორმდება ხელშეკრულება და ავტომობილის მფლობელი საკუთარ ანგარიშზე მიიღებს კუთვნილ თანხას. ამ პროცესს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
ავტომობილის გაყიდვისას "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" სულ ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. გასაყიდი ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2009 წელს გამოშვებული და არ უნდა ჰქონდეს გავლილი 160 000 კმ-ზე მეტი. თუკი ავტომობილი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მისი გაყიდვა მფლობელისთვის ძალიან მარტივი იქნება.
2. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ავტომობილის შეძენაც მარტივად და სწრაფად შეიძლება
არც ავტომობილის შესაძენად არის ბევრი მცდელობა საჭირო. "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" ახალი სერვისი მსურველებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას ტოიოტას მარკის ავტომობილების შესაძენად. ამისათვის საჭიროა, რომ მსურველი მივიდეს უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში და შესაბამის სერვისზე პასუხისმგებელ პირს აუხსნას, თუ როგორი ავტომობილი სურს მას. კომპანია ყურადღებით გაეცნობა მომხმარებლის მოთხოვნებს და შესთავაზებს საუკეთესო ვარიანტებს, რომლის ყიდვაც კლიენტს ადგილზევე, რამდენიმე წუთში შეუძლია.
ამ მომსახურების პლუსი ისიც არის, რომ მანქანა სერტიფიცირებულია და მოჰყვება 2-წლიანი გარანტია, არის ტექნიკურად თავიდან ბოლომდე შემოწმებული და დაცულია ყველა სტანდარტი, რომელიც კარგ ავტომობილს სჭირდება.
3. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" მარტივია მანქანის გადაცვლაც ახალ ავტომობილში
ადამიანების დიდი ნაწილი საკუთრ ავტომობილს იმისთვის ყიდის, რომ შემდეგ ახალი, უფრო უკეთესი მანქანა შეიძინოს. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ტოიოტას მარკის ავტომობილის შეცვლა ძალიან მარტივად და სწრაფად ხდება. კლიენტს მიჰყავს თავისი ტოიოტა ცენტრში, სადაც ექსპერტები აფასებენ ავტომობილის მდგომარეობას. ამის შემდეგ, დგინდება მისი ღირებულება და იწყება ახალი ავტომობილის შერჩევის პროცესი. კლიენტი გააცნობს თავის მოთხოვნებს კომპანიას, შემდეგ შეირჩევა ახალი მანქანა, რომლის შეძენაც სურს მას და კლიენტი სხვაობას ანაზღაურებს.
მაგალითად, თუკი მომხმარებლის ავტომობილი, რომელიც მინიმუმ 2009 წლით თარიღდება და გარბენი 160 000 კმ-ზე ნაკლები აქვს, ექსპერტებმა შეაფასეს 25 000 ლარით. ახალი ავტომობილი კი, რომლის ყიდვასაც აპირებს, 35 000 ლარი ღირს. კლიენტს მისი სასურველი მანქანის შესაძენად 10 000 ლარის გადახდა და ავტომობილის დატოვება ევალება. თანხის გადახდის გასაადვილებლად განვადებაც შესაძლებელია. ამ გზით, ის დაზოგავს დროს, ენერგიას და რაც მთავარია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძენს ახალ სასურველ მანქანას.
4. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" მარტივია მეორადი მანქანის გადაცვლა მეორად ავტომობილზეც
თუ კლიენტს ჰყავს ავტომობილი, თუმცა მისი ჩანაცვლება სურს სხვა მეორადი ავტომობილით, Toyota Plus-ის სერვისი ამის საშუალებასაც იძლევა. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელს მიჰყავს თავისი ავტომობილი ცენტრში, სადაც ხდება შეფასების სტანდარტული პროცედურა და ამის შემდეგ იწყება სხვა მეორადი მანქანის შერჩევა, რომელიც უფრო ახალია ვიდრე, მომხმარებლის კუთვნილი ავტომობილი.
ამ დროსაც, კლიენტი ანაზღაურებს მხოლოდ სხვაობას და ცენტრს ახალი მანქანით ტოვებს.
5. "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" საიტი არჩევანის გაკეთებას ამარტივებს
"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" თავისი ონლაინ პლატფორმაც აქვს, რომელზეც განთავსებულია ცენტრის მფლობელობაში მყოფი ავტომობილები. მომხმარებლებს ცენტრში მისვლამდე შეუძლიათ დაათვალიერონ ის მანქანები, რომლებსაც კომპანია სთავაზობს და ადგილზე მომზადებულები მივიდნენ. საიტზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია ავტომობილის შესახებ, როგორიცაა გამოშვების წელი, გარბენი, საწვავის ტიპი, ძრავის მოცულობა და სხვ.
მომხმარებლებს საიტზე სასურველი მონაცემების მითითებაც შეუძლიათ. მაგალითად, თუ კლიენტი ეძებს 2014 წელს გამოშვებულ ავტომობილს, რომლის ფასიც 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე მერყეობს, გარბენი კი 60 000 კმ-ზე ნაკლები აქვს, თავისუფლად შეუძლია ამ პარამეტრების გაწერა და შემოთავაზებული ავტომობილების ნახვა.
რაც მთავარია, საიტზე მხოლოდ ტექნიკურად გამართული, იდეალურ მდგომარეობაში მყოფნი ავტომობილებია განთავსებული.
ეს ყველაფერი არ არის. ტოიოტა ცენტრი თეგეტამ #Giveaway კამპანიაც წამოიწყო და მასში ჩართვა ძალიან მარტივია. მათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავენ, შეუძლიათ კომენტარებში დათაგონ ორი მეგობარი, რომლებსაც Toyota Plus-ის შესახებ უსარგებლიათ ან სმენიათ მაინც. კონკურსის სამი გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით აირჩევა და ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან საჩუქრებს მიიღებს.
ასე რომ, თუკი თქვენ იმ ადამიანების სიაში ხართ, ვინც ავტომობილის გაყიდვაზე, ყიდვაზე ან მის განახლებაზე ფიქრობს, უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, რათა დაზოგოთ დრო და ენერგია.
ამავე თემაზე:
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
კომენტარები