IBSU-ს რექტორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
IBSU-ს რექტორი, ილიას ჩილოღლუ ფეისბუქის გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტმა დღეს, 26 აგვისტოს 715 000 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
რექტორი მოუწოდებს ცენტრს, გააბათილოს გადაწყვეტილება და 27 აგვისტოს, 6 საათამდე აძლევს დროს, რათა აბიტურიენტებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის საშუალება მისცენ.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს ჯარიმა გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დავა არ დასრულებულა და ამის ვალდებულება არ ჰქონია. თუმცა, იბსუ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ აბიტურიენტების წინაშე, ვისაც ჩვენთან სწავლა სურთ", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
რექტორის განმარტებით მათი დავალიანება დაახლოებით 700 000-ია, უნივერსიტეტის ქონების აქტივები კი 27 მილიონ ლარს შეადგენს. ამიტომ მისი თქმით, არანაირი საფრთხე არ არსებობდა, რომ უნივერსიტეტს ეს თანხა ვერ გადაეხადა.
შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმა დაეკისრა. ჯარიმის ოდენობა 700 ათასი ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ ამჟამად სასამართლო დავა მიმდინარეობს. ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ადევს:
"107 ბავშვი კიდევ არის დარეგისტრირებული და არ გადადიან სხვა უნივერსიტეტში. ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ამ ბავშვების უფლებები. 107 კი არა 1 სტუდენტიც რომ იყოს, იმის უფლებაც უნდა დავიცვათ. ჩვენ სტუდენტებთან ერთად გადავწყვიტეთ ეს".
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს.
"იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა", - განაცხადეს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება სურთ, რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით გამოცხადდება. ეს ნიშნავს, რომ ისინი სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აირჩევენ და ახალ სასწავლო წელს დანარჩენ სტუდენტებთან ერთად დაიწყებენ.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები