მზის სისტემის 10 მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ფოტო
ასტრონომია ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეცნიერებაა, რომელიც მას შემდეგ არსებობს რაც ადამიანმა ორ ფეხზე გადაადგილება დაიწყო. ადამიანებს ციური ობიექტების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი გვქონდა და მუდამ ვცდილობდით, აგვეხსნა, თუ რას წარმოადგენდა ცაში გამოკიდებული მანათობელი ობიექტები. დაახლოებით 400 წლის წინ კი, პირველი ტელესკოპის გამოგონებამ საშუალება მოგვცა უკეთ შეგვესწავლა ის ციური სხეულები, რომლებიც ჩვენში ინტერესს უხსოვარი დროიდან აღძრავდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია სხვადასხვა პლანეტებზე ხომალდები გავუშვათ და აქამდე შეუძლებელი კადრები აღვბეჭდოთ.
აქ არის ჩვენი მზის სისტემის 10 საინტერესო, ან უბრალოდ ლამაზი ფოტო.
1. პირველი ფოტო კოსმოსიდან
1946 წლის 24 ოქტომბერს ამერიკელმა მეცნიერებმა 35-მილიმეტრიანი კამერა რაკეტა V2-ზე დაამაგრეს, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელში გერმანელებისგან ჩაუვარდათ. რაკეტამ ატმოსფეროში დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და დედამიწის პირველი ფოტო გადაიღო.
2. დედამიწის პირველი ფოტო მთვარიდან
1966 წლის 23 აგვისტოს ჩვენ დედამიწის პირველი ფოტო მივიღეთ, რომელიც მთვარიდან იყო გადაღებული.
3. მზის ჩასვლა მარსზე
2005 წელს ნასას თვითმავალმა რობოტმა ეს ფოტო გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ მშვიდად იძირება მზე გუსევის კრატერის მიღმა, მარსის ჰორიზონტზე. მარსის ატმოსფეროში გაფანტული მტვრისა და ქვიშის ნაწილაკების ზომის გამო, მასში ლურჯი ფერის სხივები უფრო ეფექტურად აღწევს, რაც ატმოსფეროს ლურჯ შეფერილობას ანიჭებს.
4. ტიტანის ზღვებზე არეკლილი მზის სხივები
სურათზე ჩანს, თუ როგორ ირეკლება მზის სხივები სატურნის მთვარე ტიტანზე არსებულ მეთანის ზღვაზე. ფოტო ნასას ხომალდმა Cassini-მ გადაიღო, რომელმაც სატურნის ორბიტაზე 13 წელი გაატარა. მან არსებობა 2017 წლის 15 სექტემბერს სატურნთან შეჯახებით დასრულა.
5. დედამიწის ამოსვლა მთვარეზე
ეს სურათი, რომელიც ერთი შეხედვით კომპიუტერულ გრაფიკას ჰგავს 2015 წელს ნასას ხომალდმა გადაიღო. მთვარე ასე უცნაურად ატმოსფეროს არარსებობის გამო გამოიყურება.
6. პლუტონი
ეს ფოტო ხომალდმა New Horizons-მა პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების შემდეგ 15 წუთში გადაიღო. ფოტოზე ვხედავთ პლუტონის ზედაპირზე არსებულ ყინულის მთებსა და ვაკეებს. ეს სავარაუდოდ პლუტონის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოა, რომელიც მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გვექნება. ამ ეტაპზე პლუტონის მიმართულებით ახალი მისია დაგეგმილი არ არის.
7. კომეტა 67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკო
ეს ფოტო ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა Rosetta-მ გადაიღო. ფოტოში მას თავისი სამიზნე კომეტისგან 16 კილომეტრი აშორებს. ხომალდმა კომეტის გარშემო ისეთი ორგანული ნივთიერებები დააფიქსირა, როგორიც გლიცინია. გლიცინი ამინომჟავაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით გვხვდება. ის კანის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ეს მიანიშნებს იმას, რომ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებები შეიძლება კომეტების მეშვეობითაც მოხვედრილიყო.
8. დღე, როდესაც დედამიწამ გაიღიმა
2013 წლის 19 ივლისს ხომალდი Cassini მზის საპირისპირო მხარეს სატურნის ჩრდილში მოექცა და მას თავის შვიდ მთვარესთან ერთად სურათი გადაუღო. მარჯვენა უკანა ფონზე კი პაწაწინა ლურჯი წერტილი მოსჩანს, რომელიც Cassini-ს მშობლიური პლანეტა დედამიწაა. სურათს კი სახელი NASA-ს კამპანიიდან გამომდინარე დაერქვა, რომლის ფარგლებშიც 19 ივლისს ადამიანებმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ცაში აიხედეს და ხომალდს ხელი დაუქნიეს.
9. ქვიშის ტორნადო მარსზე
მარსზე ქვიშის ტორნადოები საკმაოდ ხშირია. ისინი შეიძლება დედამიწისეულ ქვიშის ტორნადოებზე 50-ჯერ უფრო დიდი ზომის იყვნენ და მათ შეუძლიათ ჩვენს გაგზავნილ თვითმავალ რობოტებს პრობლემები შეუქმნან. თუმცა, რამდენჯერმე პირიქით მოხდა. ქვიშის ტორნადოებმა რობოტების მზის პანელებზე დაგროვილი ქვიშა მიმოფანტა, რამაც რობოტების ენერგიის გამომუშავება გაზარდა.
10. მკრთალი ლურჯი წერტილი
ფოტო: Voyager 1
ყველასთვის კარგად ცნობილი ფოტო, რომელიც ხომალდმა Voyager 1-მა დედამიწიდან 6 მილიარდი კილომეტრის დაშორებით გადაიღო. სურათზე მარჯვნივ არსებულ სიცარიელეში გამოკიდებული მკრთალი ლურჯი წერტილი კი დედამიწა, ანუ ჩვენი სახლია.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა








კომენტარები