ქართული ოცნების განათლების მინისტრები
ქართული ოცნების მმართველობის ექვს წელში განათლების სფეროში 4 მინისტრი შეიცვალა. მიმდინარე კვირაში, კი საქართველოს პარლამენტმა მეხუთე მინისტრი უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ამჯერად არა განათლებისა და მეცნიერების, არამედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
2012 წლიდან დღემდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და მიხეილ ჩხენკელი.
გიორგი მარგველაშვილი
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა. ის მინისტრი მხოლოდ ერთი წელი იყო და ახლა საქართველოს პრეზიდენტია.
გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრად მუშაობის მთავარ მიღწევებს შორის გამოყო:
- სისტემის დეპოლიტიზაცია და პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
- სასკოლო ავტობუსების პროგრამა;
- უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;
- უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა. ისინი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდნენ.
გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი. 2013 წლის მარტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. სტუდენტების თქმით, მინისტრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ავტორიზაციის ჩამორთმევის გასამართლებლად იყო ის, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტები გარიცხეს. სტუდენტების თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით, ავტორიზაციის საბჭომ პოზიცია შეცვალა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინა.
თამარ სანიკიძე
განათლების მინისტრად თამარ სანიკიძე გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ წარადგინა, რაც თავად ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. მინისტრობის კანდიდატად დასახელებამდე სანიკიძე მარგველაშვილის მოადგილე იყო. თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტს სამი წლის განმავლობაში, 2013 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში იკავებდა.
თამარ სანიკიძე
ფოტო: განათლების სამინისტრო
თამარ სანიკიძემაც შეაფასა განათლების მინისტრად მუშაობის წლები და სამწლიან ანგარიშში გამოყო:
- მანდატურის სამსახურის რეფორმა;
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
- ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების შეცვლა.
თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აუდიტორია #115-ის მასშტაბური პროტესტი. აუდიტორია #115 უმაღლესი განათლების სისტემას აპროტესტებდა და თვითმმართველობის არსებული რეფორმის ცვლილებას ითხოვდა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი ისევ არსებობს და ხელისუფლება უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა.
მინისტრის პოსტი თამარ სანიკიძეს 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა. თამარ სანიკიძე სისტემაში დარჩა და ახლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს.
ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრი სულ ერთი წელი იყო, თუმცა საზოგადოების ალაპარაკება მალევე მოახერხა.
მინისტრობამდე ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი იყო. ამავდროულად, ლექციებს კითხულობდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში. იყო ლექტორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრობის პერიოდზე ფიქრისას ყველას ზღაპრებისადმი ყოფილი მინისტრის დამოკიდებულება და ვაშლების პროექტი ახსენდება. გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენიმე განცხადებას, რომელიც განხილვის საგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო.
- "კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია".
- "ისეთი რაღაცეები მახსოვს, რაც აი არაფერში არ გამომდგომია, დაჟე თამადაც ვიყავი და ვთამადობდი და იქაც არ გამომადგა ეს ლექსების სწავლა".
- "მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გვინდა".
- "სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები".
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივები სწავლის პროცესში სახალისო ელემენტების შეტანას, სასკოლო სახელმძღვანელოების შემსუბუქებას, სწავლის პროცესში თამაშების დანერგვასა და დამატებით საგანმანათლებლო გაკვეთილებს უკავშირდებოდა. მინისტრობის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ბუფეტებში საკვების კონტროლზე და ჯანსაღი კვების ხელშეწყობაზეც საუბრობდა, ამ ინიციატივას უკავშირდებოდა სკოლებში, დიდ შესვენებებზე ვაშლების დარიგების პროექტიც, რომელიც მისმა შემცვლელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღარ გააგრძელა.
განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ ის ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერად დანიშნა. ალექსადრე ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტზე უნდა ეზრუნა. ამის შემდეგ მან პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.
მაგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან სავარაუდოდ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი რადიო თავისუფლების დაცვის თანამშრომელი იყო.
მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და ყველაზე მალე, 8 თვეში თანამდებობა დაატოვებინეს. ჯერჯერობით უცნობია, რჩება თუ არა გუნდში მისი წინამორბედი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი. განათლების მინისტრობამდე მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო.
მან სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თანამდებობიდან გადაყენებამდე ერთი თვით ადრე გამართა. უცნობია, გააგრძელებს თუ არა ჩხენკელის დაწყებულ საქმეს ახალი განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.
მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რამაც სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემა გამოააშკარავა. მიხეილ ჩხენკელს ამ მიმართულებითაც ჰქონდა ინიციატივები, მისი მინისტრობის დროს მანდატურის რეფორმაც განხორციელდა.
მიხეილ ბატიაშვილი
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, მათ შორის დასახელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.
მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სიაში ვკითხულობთ, რომ ბატიაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორია.
ფოტო: პირველი არხი
ამავე დროს, მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 27 პროცენტის მფლობელია.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა





კომენტარები