მიშა მშვილდაძე

13 May. 2018, 23:51

მეგობრებო, მე წარმოვადგენ მოძრაობას "ორი ივნისი" და რომელიც თავის დროზე შეიქმნა ერთი მისიით: ჩვენ გვინდოდა მარიხუანას ლეგალიზაცია. დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ბერა ივანიშვილმა დადო ტრეკი "Legalize" და ყველა, ვინც ვიცით, ამ ქვეყანაში რა როგორ იმართება, ვხვდებით, რომ ეს ტყუილად არ ხდება და ალბათ, მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდება. თითქოს, ჩემი ეს ამოცანა შესრულებული უნდა იყოს და კმაყოფილებას ვგრძნობდე, რომ რამდენიმე წლის წინ რისთვისაც დავიწყეთ ბრძოლა, მიდის ლოგიკურ დასასრულამდე. მაგრამ საშინელება არის ის განცდა, რაც ახლავს ამ ყველაფერს. საშინელება არის განცდა იმის, რომ დღეს ვნახეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანის გამოსვლას, რომელიც აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში და რეალურად წარმოადგენს რაიმე ძალაუფლებას. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობ თავს მანიპულაციის მსხვერპლად. რა, არ იცოდნენ რომ ბასიანში ავტომატით შევარდნა ამას გამოიწვევდა?! 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  4. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
  5. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ

უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნილი რუსი ახალწვეულები დაჭრამდე ან დაღუპვამდე სულ რაღაც 20-30 წუთს ძლებენ. ამის…