მიშა მშვილდაძე

2 Jun. 2018, 20:36

ხელისუფლებას არ გამოუვა სახის შენარჩუნება, ხელისუფლებას სახე აეხა. მე მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, ვინც აპირებს ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ამ ქვეყანაში შვილების გაზრდას, დღეს წყდება ამ ქვეყნის ბედი. ან ჩვენ ავაშენებთ ღირსეულ სახელმწიფოს, ან თითო-თითოდ გაგვჭყლიტავენ. გამოდით ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ბედი, გამოდით ყველანი, რომ ვაჩვენოთ - ჩვენ არ დავნებდებით! გამოდით ყველანი, რომ დავუდგეთ ერთ ადამიანს, ამ შემთხვევაში ზაზას და თითოეულ დაჩაგრულ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, ბევრს საუბრობენ ამაზე, აქ ვინმეს ჭირისუფლის მიმართ ემპათია ამოძრავებს თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმპატია. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი, მოვუწოდებ, რომ მყარად დააფიქსირონ თავისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მომდევნო არჩევნებზე, თუ სად იქნებიან ისინი დღეს. პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტები ჩვენს ხელში, მორჩა ის დრო როცა პოლიტიკური პარტიები მარტო პოლიტიკური პარტიები იყვნენ და მეტი არავინ, როცა პოლიტიკოსები და მეტი არავინ წყვეტდა ამ ქვეყნის ბედს. პოლიტიკოსები არ იდგებიან ხალხის გვერდით ან არ იდგებიან არსად, ასეთია ვითარება ახლა. ხალხი ან ვიდგებით ერთად, ან არ ვიდგებით არსად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დიმიტრი ჯამბურიას სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი…