ჯონ ჰანტსმენი: რუსეთმა ქცევა უნდა შეცვალოს
ფოტო: AP
ამერიკის ელჩმა რუსეთში, ჯონ ჰანტსმენმა იმ სატელეფონო ზარზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა. დონალდ ტრამპის მხრიდან პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას ბევრი კრიტიკა მოჰყვა.
ამ ზარმა გააკვირვა ტრამპის მრჩევლები, რომლებიც როგორც ჩანს ურჩევდნენ მას, თავი შეეკავებინა კომპლიმენტებისგან. მეორე მხრივ კი ამ მილოცვამ მოსკოვს აფიქრებინა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა არ შეერთებოდა ოცამდე ქვეყნის კოორდინირებულ კამპანიას - ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის ბრალდების გამო დიპლომატების გაძევების კოორდინირებულ ქმედებებს.
ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, კითხვაზე: როგორია და რა ეტაპზეა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ჰანტსმენმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია რუსეთის მიმართ თანმიმდევრულია.
„შემიძლია გითხრათ, რომ რამდენადაც მე განმიხილავს და მისაუბრია ამერიკის პრეზიდენტთან, როდესაც მან მე ამ პოზიციის დაკავება მთხოვა, მას შემდეგ ის იყო ძალიან თანმიმდევრული რუსეთის მიმართ, იმაში, რომ სურს ცოცხალი და აქტიური დიალოგი შეინარჩუნოს", - განაცხადა ჰანტსმენმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ „ის ელოდება იმ ტიპის ჩართულობას და შეხვედრებს სახელმწიფოების ლიდერების დონეზე, რომლებიც დაეფუძნება პროგრესს იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწყებული კერძო სექტორით, და მე ბევრ პრეზიდენტთან მიმუშავია, რესპუბლიკელთან თუ დემოკრატთან, და ის შედეგებზე ორიენტირებული ადამიანია. მას სურს იცოდეს, საით მივდივართ, რა იყო გაკეთებული, რა პროგრესს მივაღწიეთ, მაგალითად უკრაინის შესახებ და სხვა მსგავს საკითხებზე. ის არის შედეგებზე ორიენტირებული და იმაზე, თუ საით მიემართება, რისკენ მივყავართ ამ ურთიერთობებს", - თქვა ჰანტსმენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ელჩი, რომელიც ცივი ომის მსგავსი მდგომარეობის მოწმეა, მაინც მიზანდასახული და ოპტიმისტურად განწყობილია.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმავე რაოდენობის ამერიკელ დიპლომატებს გააძევებს ქვეყნიდან, რამდენიც ამერიკიდან იყო გაძევებული.
ჰანტსმენის თქმით, როგორი რეაგირებაც არ უნდა ჰქონოდა კრემლს, ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობაა, რომ შეინარჩუნონ კავშირი იმის მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა გართულდეს ორმხრივი ურთიერთობის ან სხვა რეგიონული საკითხები.
რაც შეეხება ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ჰანტსმენმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, შეიძლება თუ არა ამას არჩევნები ეწოდოს.
„საარჩევნო პროცესში რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა და არჩევნების ცნობა ნამდვილად შემიძლია. ეს არის როდესაც გაქვს ჯანსაღი დებატები, როდესაც მედიასაშუალებები სრულად არიან პროცესში ჩართულნი და საუბრობენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. მე არ გამიგია ბევრი დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც საყურადღებოა“, - ამბობს ამერიკის ელჩი რუსეთში.
ჰანტსმენი ამბობს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის და განხეთქილების მიზეზი მხოლოდ ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ბრალდება არ არის.
"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ საბოლოო წერტილს. მაგრამ აშკარაა, რომ წარმატებული შედეგი იქნებოდა რუსეთის მიერ ბოროტული/ავთვისებიანი ქმედებებზე უარის თქმა და პასუხისმგებლიან პარტნიორად ქცევა", - ამბობს ელჩი და იხსენებს სირიის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთმა გაეროში ხუთჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება ქიმიური იარაღის გამოყენების შესწავლის შესახებ გადაწყვეტილების დასაბლოკად.
სხვადასხვა ინტერვიუში ჰანტსმენს ხშირად ეკითხებიან, რატომ სჯერა შეერთებულ შტატებს ბრიტანეთის იმის შესახებ, რომ სკრიპალზე თავდასხმის უკან რუსეთი დგას. ამერიკის ხმას მან უთხრა:
"შენ არ წყვეტ უბრალოდ დაუჯერო თუ არა. ჩვენ, ამერიკაც და ბრიტანეთიც ზრდასრული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ვართ. გვყავს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, ვართ გახსნილი და გამჭვირვალე ქვეყნები, ვერ ჩაატარებ გამოძიებას ძალიან ბევრი დაინტერესებული დამკვირვებლის გარეშე. ასე რომ, ესაა ის გარემო, რომელშიც ვფუნქციონირებთ. ბრიტანეთმა ნდა გამოიძიოს ეს საქმე და აჩვენოს შედეგები. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვცვლით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დახურულ ინფორმაციასაც ერთმანეთში", - თქვა ელჩმა და დასძინა, "ვეჭვობ, ხალხი კიდევ უფრო ბევრად მეტს გაიგებს , როდესაც ამ საქმეში წინ წავიწევთ".
თუმცა ჯონ ჰანტსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ნონსენსია იმის მტკიცება, თითქოს თანამშრომლობის რესურსი აღარ არსებობს. მისი თქმით, ამერიკა უნდა დარჩეს დაინტერესებული იმით, რომ ურთიერთობები შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. ელჩის აზრით, უპასუხისმგებლობა იქნება თუკი რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის, იარაღის კონტროლის, ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობა არ გაგრძელდება. მაგრამ ელჩი ასევე აღიარებს, რომ უეცარი გარდატეხა ურთიერთობებში წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია კონცენტრირება იმ საკითხებზე, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები იკვეთება დიალოგის გაგრძელება შესაძლებელია.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები