"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
"ხელისუფლებას არ ადარდებს ბავშვები. ის ვერ უმკლავდება ბავშვთა სიღარიბეს, ოჯახების გახლეჩას და უმძიმეს დემოგრაფიულ კრიზისს" — წერს სამოქალაქო პლატფორმა "ერთი ხალხი — ერთი საქართველო" სოციალურ ქსელში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
განცხადებაში პლატფორმა ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სიღარიბეზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, ემიგრაციის გავლენაზე ოჯახების მდგომარეობასა და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საჭიროებებზე.
"ხელისუფლებას არ ადარდებს ბავშვები. ის ვერ უმკლავდება ბავშვთა სიღარიბეს, ოჯახების გახლეჩას და უმძიმეს დემოგრაფიულ კრიზისს.
ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება, ყოველი მეოთხე ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 45% სასკოლო საათებში არ იკვებება. დაახლოებით ყოველი მეხუთე ბავშვს სასკოლო საგნებში დამატებით უწევს მომზადება, რომ უმაღლესი განათლების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს თანასწორი შესაძლებლობები არ აქვთ.
ქართული ოცნება ხლეჩს ოჯახებს, ბავშვებს მშობლების გარეშე ტოვებს. ბოლო ათ წელიწადში საქართველოდან დაახლოებით 244 000 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა. დღეს სულ უფრო მეტი ოჯახი დგას მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ოჯახები ტოვებენ ქვეყანას, რადგან საკუთარ ქვეყანაში შვილებისთვის ღირსეული მომავლის შექმნას ვეღარ ახერხებენ. ბავშვები კი მშობლების მონატრებაში იზრდებიან. დედები და მამები უცხო ქვეყანაში სხვის ოჯახებს უვლიან, მათი შვილები კი ამაოდ ელოდებიან მშობლის ჩახუტებას. შედეგად, დღეს ქართული ოჯახები დაუცველები არიან.
ის ოჯახები, ვინც საქართველოში რჩებიან, ხელისუფლების გულგრილობის მსხვერპლნი ხდებიან. მრავალი კვირის განმავლობაში, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები საკუთარი შვილებისთვის აუცილებელ წამალს ითხოვენ. ისინი ათენებენ ღამეებს იმისთვის, რომ მათი თხოვნა შეისმინონ. ხელისუფლებას კი მათი არ ესმის.
საქართველოს მოქალაქეები ძლიერ ოჯახებს და დაცულ ბავშვებს ვიმსახურებთ. იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი და დაცული ქვეყანა ვიხილოთ, დღეს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. ქვეყანა, რომელიც ბავშვებს კარგავს, მხოლოდ მოსახლეობას კი არა, საკუთარ მომავალსაც კარგავს.
ხელისუფლება ვალდებულია თითოეულ ბავშვს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები: ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უსაფრთხო გარემო და ხარისხიანი განათლება.
1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თუმცა, დღეს საქართველოში ეს თარიღი მხოლოდ სიმბოლური მილოცვის დღე არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ბავშვების რეალურ პრობლემებზე, საჭიროებებსა და უფლებებზე საუბრის დღე", — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
კომენტარები