10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში — თეგეტა მოტორსში AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსსა და საქართველოს ბანკს შორის ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა — თეგეტა მოტორსის სერვისებისა და პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა American Express-ის (AmEx) საკრედიტო ბარათით უკვე შესაძლებელია. ამ სიახლესთან ერთად, კომპანიები ერთობლივ კამპანიასაც იწყებენ, რომელიც მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ სარგებელს სთავაზობს.
სპეციალური შეთავაზება 1-ელიდან 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში საქართველოს ბანკის AmEx საკრედიტო ბარათის მფლობელები თეგეტა მოტორსში გადახდისას 10-ჯერ მეტ Membership Rewards (MR) ქულას დააგროვებენ. ჯამურად, ერთი მომხმარებელი, თვის ჭრილში, მაქსიმუმ 10 000 MR ქულის დაგროვებას შეძლებს, რაც ყოველდღიური ხარჯვის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ვაჟა ილურიძე, თეგეტა მოტორსის საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: “როდესაც ავტომობილის არაგეგმიური შეკეთების საჭიროება დგება, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი თანხა წინასწარ არ აქვთ გადადებული. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ბანკის AmEx საკრედიტო ბარათი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად დაფარონ ხარჯი და თანხა მოგვიანებით, უპროცენტოდ ან გარკვეულ პერიოდზე გადანაწილებით დააბრუნონ.
ჩვენი ხედვით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს რეალურ პრობლემას უგვარებს და აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაუყოვნებლივ მოაგვაროს. თეგეტა უკვე 30 წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მსგავსი სერვისების დანერგვა ამ მიდგომის ბუნებრივი გაგრძელებაა“.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მთავარია, გადახდა საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე AmEx საკრედიტო ბარათით განხორციელდეს. შეთავაზება თეგეტა მოტორსის ყველა პროდუქტსა და სერვისზე ვრცელდება, რაც მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ AmEx საკრედიტო ბარათის ლიმიტი — იქნება ეს ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაწილების შეძენა თუ სხვა საჭიროება.
ამასთანავე, თითოეულ გადახდაზე ისინი MR ქულებს დააგროვებენ, რომელთა გამოყენებაც საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებშია შესაძლებელი. მომხმარებლებს მათი გადაცვლა PLUS ქულებშიც შეუძლიათ. სხვადასხვა ტიპის ბარათზე ქულების დაგროვების განსხვავებული სქემა მოქმედებს: American Express Blue ბარათზე — 1 ლარი = 1 MR ქულა, American Express Green ბარათზე — 1₾=1.5 MR, American Express Gold ბარათზე — 1₾=2MR, American Express Platinum ბარათზე - 1₾=3MR. მაისის კამპანიის ფარგლებში კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მოიმატებს, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლე პერიოდში დაგროვილი ქულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.
სოფო კალანდაძე, საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი: “საქართველოს ბანკისთვის ეს კამპანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, ყოველდღიური ხარჯვა კიდევ უფრო მეტ სარგებლად აქციონ. AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას MR ქულების დაგროვების სისტემა ისედაც მოქმედებს, თუმცა მაისში ეს სარგებელი 10-ჯერ გაიზრდება, რაც იმავე ხარჯით დამატებითი ბენეფიტის მიღებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობები არა მხოლოდ ზრდის ბარათის გამოყენების მოტივაციას, არამედ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის“.
თეგეტა მოტორსისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს ორივე კომპანიის მზაობას, მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტები და სერვისები, არამედ რეალური დამატებითი ღირებულება და გაუმჯობესებული გამოცდილებაც შესთავაზონ. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალშიც განხორციელდეს მსგავსი ერთობლივი კამპანიები და შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს კიდევ უფრო მოქნილად და ეფექტიანად უპასუხებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვ.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები