იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
ფოტო: Getty Images
იან სომერჰოლდერი აცხადებს, რომ სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. როგორც ამერიკელი მსახიობი აღნიშნავს, პრობლემებისგან თავის დასაღწევად სახლები, მანქანა, საათები და ნახატებიც კი გაყიდა.
ვამპირის დღიურების ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 2019 წელს დაასრულა. სომერჰოლდერის თქმით, თაღლითურმა სქემების გამო მილიონობით დოლარის ვალი დაედო, ამ სიტუაციიდან გამოსვლა კი რთული აღმოჩნდა. ფინანსური პრობლემებისგან თავის დასაღწევად მსახიობმა თავისი ქონების დიდი ნაწილი გაასხვისა.
ფოტო: CBS / Warner Bros.
"წესით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალიდან [ვამპირის დღიურები] წამოსვლის შემდეგ, კარიერა უნდა დამესრულებინა", — აღნიშნა მსახიობმა.
მას შემდეგ, რაც სომერჰოლდერის მიერ შექმნილი სერიალი V Wars გაუქმდა, მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. 2024 წლის ოქტომბერში იანმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ მას მსახიობის ამპლუაში ვეღარ იხილავდნენ.
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ მან V Wars-ზე საავტორო უფლებები დაიბრუნა, სომერჰოლდერის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა სამ კომპანიაში მუშაობისა და ბავშვების აღზრდის პარალელურად, როგორ შეეძლო სერიალის გადაღება.
იან სომერჰოლდერი სერიალ "V Wars"-ში
ფოტო: Netflix
აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალ Lost-ის ვარსკვლავს აქამდეც ისაუბრა იმ რისკზე, რომელიც სამსახიობო და საპროდიუსერო კარიერის დასრულებას მოჰყვება.
"მახსოვს, ჩემს მენეჯმენტთან ერთად ვიჯექი და ვამბობდი: 'ეს ერთადერთი საქმეა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია და რითაც ჩემს ოჯახს ვარჩენდი, მე კი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ამ საქმეს ვტოვებ", — განუცხადა მან People-ს 2024 წელს.
ფოტო: Getty Images
"ამას სრული თავმდაბლობითა და პატივისცემით ვამბობ, თუმცა მირჩევნია ეს საქმე [ბურბონის წარმოების ბიზნესი] ვაკეთო, ვიდრე სერიალის გადასაღებად ორი თვე სხვა ქალაქში, ჩემი ოჯახისგან მოშორებით, გავატარო ან ისინი წინ და უკან ვატარო", — დასძინა მან.
მსახიობის თქმით, როცა კარიერაში გარკვეულ საფეხურს აღწევ, გიჩნდება სურვილი, შენი მთელი დრო და ენერგია ოჯახზე ზრუნვას დაუთმო.
ფოტო: Getty Images
სომერჰოლდერის ცოლმა, ნიკი რიდმაც აღნიშნა, რომ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობის შედეგად, მას და იანს "შესანიშნავი პლატფორმები" აქვთ.
"მე ამას უფრო გარდამავალ მომენტად აღვიქვამ. ვცდილობთ, ბიზნესი და გატაცებები ერთმანეთს სწორად შევუთავსოთ", — თქვა რიდმა გასულ წელს The Julia Cunningham Show-ში.
ამჟამად, რიდი და სომერჰოლდერი ერთად მართავენ The Absorption Company-ს, რომელიც დანამატების ბრენდია.. იანი ასევე ფლობს ბურბონის ბრენდს, სახელწოდებით Brother’s Bond Bourbon. წყვილს ორი შვილი ჰყავს — 8 წლის გოგო და 3 წლის ვაჟი.
-
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
-
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ
გადახედვა
-
ლიცენზიის ვერ მოპოვების გამო, საზმაუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს ლიცენზიის ვერ მოპოვების გამო, საზმაუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს
გადახედვა
-
პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს
გადახედვა
-
MDF: AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ MDF: AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ
გადახედვა
-
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს
გადახედვა
-
ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა
გადახედვა
-
იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
გადახედვა
-
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
-
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit იწყება თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit იწყება
-
შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს შესაძლოა, ამ ზაფხულს მთვარეს ილონ მასკის რაკეტა შეეჯახოს
გადახედვა
-
პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე მორიგი ვადით არჩევისთვის ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი ქვიზი: გამოიცანი, რომელია ზედმეტი
-
"საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით "საჯარო მოსამსახურეები — კონსტიტუციის 78-ე მუხლი" უერთდება ინიციატივას სასკოლო კვებასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-სთან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-სთან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
-
სახელმწიფო ანაკლიის პორტის "მასტერპლანის" შეცვლაზე მუშაობს — დეტალები სახელმწიფო ანაკლიის პორტის "მასტერპლანის" შეცვლაზე მუშაობს — დეტალები
გადახედვა
-
მერილ სტრიპმა მირანდას როლზე თავიდან უარი თქვა და ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა მერილ სტრიპმა მირანდას როლზე თავიდან უარი თქვა და ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა
გადახედვა
-
სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის საარჩელი იძულებითი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის საარჩელი იძულებითი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ
გადახედვა
-
საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს საფრანგეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წლის იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა
გადახედვა
კომენტარები