Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
ფოტო: თეგეტა
ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება — ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე თეგეტა ჰოლდინგის გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ფოტო: თეგეტა
გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: “2019 წლიდან თეგეტა ჰოლდინგი წარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდო პარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენ ახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდ პროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრული გამოცდილება, მაღალი ხარისხი და ის ღირებულებები, რომლებმაც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის, კულტურისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომ ვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა და ცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში — ქართველი და სომეხი პროფესიონალების ერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“.
Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა.
PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და თეგეტაში ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
“ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადი ბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონ გრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნება ნდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“. — აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა.
ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები